სიახლეები

საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრების მეორე დღე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის 21 ფეხბურთელით ემზადება.

8 ოქტომბერს გამართულ საწვრთნელ პროცესში პირველი ვარჯიშის შემდეგ კიდევ შვიდი ფეხბურთელი ჩაერთო. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში კიდევ ორ ფეხბურთელს ელოდებიან. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გუნდს 9 ოქტომბრიდან შეუერთდებიან. წლის ბოლო საშინაო  მატჩისთვის მზადება კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. დღევანდელი სავარჯიშო პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ბათუმის "დინამოს" მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრებს 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში აქვს დაგეგმილი. მოგვიანებით, ეროვნული ნაკრების წევრები თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრებიან  და მოზარდ გულშემატკივართან ერთად საქართველო - ირლანდიის მატჩისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი
საქართველო - ირლანდია 17:00
15 ოქტომბერი
გიბრალტარი - საქართველო 22:45