სიახლეები

18-წლამდელებმა ესტონეთი დაამარცხეს

ნაკრები U18
გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ გაიტანეს.
გუნდები 15 ოქტომბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კონიაშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ფაჩულია, ილურიძე.