სიახლეები

პირველი ტესტი უკრაინასთან

ნაკრები U16
გაუზიარე

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საკმაოდ დრამატული გამოდგა. საბოლოოდ სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი ავტოგოლით 2:1 იმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან გოლით მუხრან ბაგრატიონი გამოირჩა 69-ე წუთზე.

ზურაბ ხიზანიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ღურწკაია, ლაბაძე, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, სიორდია, ნოზაძე, ჭელიშვილი.

მეორე მატჩს გუნდები 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ. დასაწყისი 18 საათზე.