სიახლეები

ტუტორთა გადამზადების სემინარი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელთა განათლებაში ტუტორთა ინსტიტუტის დანერგვას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში ტექნიკურმა დეპარტამენტის ორგანიზებით ტუტორტა მორიგი საგანმანათლებლო კურსი დასრულდა.

25 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ. ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ. სფფ-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მწვრთნელთა განათლებაში ტუტორთა მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 

ტუტორთა გადამზადების კურსი 2019 წელს წარმატებით 19-მა კურსანტმა დაასრულა. უეფას მწვრთენლთა განათლების კონვენციის შესაბამისად კურსი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2020 წლიდან კურსდამთავრებულები მწვრთნელთა განათლების პროცესში სხვადასხვა დონეზე აქტიურად ჩაერთვებიან და საკუთარ გამოცდილებას მომავალ მწვრთნელებს გაუზიარებენ.