სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ევროპა ლიგის ნახევარფინალზე იმუშავებს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია, უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებს. 

ბაქარ ჟორდანია რომასა და ლევერკუზენს შორის გასამართ შეხვედრაზე იმუშავებს, რომელიც 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფას დელეგატის რანგში მუშაობს.