სიახლეები

უეფას C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართება.

კურსზე რეგისტრაცია 23 ოქტომბერს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.