სიახლეები

აკრედიტაცია საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაზე

საქართველოს თასი
გაუზიარე

6 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ბათუმის "დინამო" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

? მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლისსახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.