სიახლეები

საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს თასი
გაუზიარე

6 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის საბურთალომ ბათუმის დინამოს 1:0 სძლია. 

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, გადამწყვეტი გოლი კი, 92-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. 

მატჩს დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდები და მსაჯები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა. 

ფინალური შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კრისტალბეთის საერთო წამახალისებელი გათამაშება გაიმართა, რომლის ფარლგლებშიც გამარჯვებულებმა კუთვნილი პრიზები - Iphone 15, PlayStation 5 და ტელევიზორი გადაეცათ.