საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: გამძლეობა, თავდაცვა, შეტევა, სამწვრთნელო მეთოდოლოგია. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.