სიახლეები

B ლიცენზიის მეორე კურსის მეორე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეორე კურსის მეორე მოდული ჩატარდა. 

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სათამაშო მოდელი, თავდაცვა, შეტევა, სკანირება, სისწრაფე. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად B ლიცენზიის ორი კურსი მიმდინარეობს. უეფას მწვრთნელთა განათლების მესამე კურსი 2024 წლის იანვარში დაიწყება.