სიახლეები

მსაჯთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

მსაჯები
გაუზიარე

სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მსაჯთა რეგისტრაციის პროცესი.

მომავალ სეზონში მსაჯობის მსურველი ყველა მოქმედი მსაჯისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

ფორმები უნდა გამოიგზავნოს სამსაჯო განყოფილების ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]. სარეგისტრაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 იანვარი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში და სარეგისტრაციო ფორმის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].

ზემოთხსენებული ინფორმაცია არ ეხება იმ მსაჯებს, რომლებსაც უკვე გამოგზავნილი აქვთ სარეგისტრაციო ფორმა.