სიახლეები

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მეორე გამოცდაზე რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება

სფფ
გაუზიარე

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღები რიგით მესამე გამოცდისთვის რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება. შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო პერიოდი 31 მარტს დასრულდება, გამოცდა კი 22 მაისს გაიმართება. ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმულზე.

ფიფას ფეხბურთის აგენტების ახალი დებულებების თანახმად, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფეხურთის აგენტის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულო ხდება ფიფას შესაბამისი ლიცენზიის ფლობა.

ინფორმაცია საგამოცდო ლოკაციის, დროისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, გამოცდაზე დარეგისტრირებულ კანდიდატებს მიეწოდებათ მათ მიერ პლატფორმაზე მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე - [email protected]