სიახლეები

საქართველოს თასი ”ზესტაფონი” 2:1 ”ამერი”

გაუზიარე

გუშინ, 16 მაისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ზესტაფონის ”ზესტაფონმა” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ”ყაზბეგის” გათამაშების ფინალში თბილისის ”ამერს” 2:1 სძლია.



”ზესტაფონმა” საქართველოს თასი მეოთხე ცდით მოიპოვა: 2005 წელს კლუბი ფინალში დამარცხდა თბილისის ”ლოკომოტივთან”, 2006 და 2007 წლებში კი გადამწყვეტი მატჩები ”ამერთან” დათმო.



გუშინდელ ფინალში ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა ზესტაფონელთა კაპიტანმა და ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა როინ ონიანმა: თავური დარტყმით დალაშქრა ”ამერის” კარი - 1:0.



62-ე წუთზე ბექა გოცირიძემ ”ზესტაფონის” უპირატესობა გააორმაგა - მანაც თავით გაიტანა გოლი - 2:0.



88-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ასევე თავური დარტყმით გაიტანა გოლი და სხვაობა შეამცირა, თუმცა თბილისელებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. ხაზგასასმელია, რომ ტატანაშვილმა შარშანდელ ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მაშინ მისი ბურთი ერთადერთი გამოდგა.



ლანჩხუთის ”გურიას”, თბილისის ”დინამოს”, ბათუმის ”დინამოს”, ქუთაისის ”ტორპედოს”, თბილისის ”ლოკომოტივის” და თბილისის ”ამერის” შემდეგ ”ზესტაფონი” მეშვიდე კლუბია, რომელმაც ეს პრესტიჟული თასი მოიპოვა.



შევნიშნავთ, რომ ”ზესტაფონი” პირველი კლუბია, რომელმაც ახალი თასის აღმართვა შეძლო.



* * *



დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ”ყაზბეგის” გათამაშების ფინალი. 16 მაისი, 2008. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 25.000

”ზესტაფონი” 2:0 ”ამერი”

გოლები: 1:0 რ.ონიანი (57), 2:0 ბ.გოცირიძე (62), 2:1 დ.ტატანაშვილი (88)

”ზესტაფონი”: რ.კვასხვაძე, ს.თოდუა, უ.ლობჟანიძე, ე.საჯაია, რ.აკუასაგა, პ-უ.კესანი, რ.ონიანი (კაპ), გ.ხიდეშელი, ჟ.ვიეირა (ზ.იონანიძე 85), ბ.გოცირიძე (შ.ღონღაძე 81), ნ.კვასხვაძე (მ.დაუშვილი 72)

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

”ამერი”: ლ.ნადირაშვილი, გ.მემარნიშვილი, გ.დავითნიძე (კაპ), თ.ჩიკვილაძე, გ.ელბაქიძე (დ.ტატანაშვილი 65), გ.დოლიძე (ბ.ჩიმაკაძე 83), დ.დობროვოლსკი, გ.დიდავა, გ.დეკანოსიძე, კ.შალამბერიძე (ა.ალავიძე 60), რ.გოცირიძე

მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე

გაფრთხილება: პ-უ.კესანი, გ.დიდავა, გ.ხიდეშელი, რ.აკუასაგა, დ.დობროვოლსკი

მსაჯები: ლ.ფანიაშვილი; მ.ელიკაშვილი, ლ.მიქელაძე; გ.ვადაჭკორია