სიახლეები

ამხანაგური მატჩი “შპიტალი 2” (შპიტალი, ავსტრია)

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 22-27 სექტემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს უნგრეთში, დღეს ავსტრიის ქალაქ შპიტალში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.



გელა შეყილაძის გუნდმა, რომელიც 1992 წელს დაბადებული ყმაწვილებითაა დაკომპლექტებული, საფეხბურთო კლუბ ”შპიტალის” ახალგაზრდულ შემადგენლობას 3:2 სძლია. ავსტრიელთა გუნდში მეტწილად 1990 წელს დაბადებულები თამაშობდნენ.



პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. ხუთივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ქართველთაგან სამივე გოლი იტალიის ”ემპოლიში” მოთამაშე ირაკლი შეყილაძემ გაიტანა: 47-ე და 63-ე წუთებზე მან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, 68-ე წუთზე კი გამარჯვებისა შეაგდო. მასპინძლებმა 46-ე და 58-ე წუთებზე შეძლეს არჩილ მაქაცარიას კარის დალაშქვრა. ირაკლი შეყილაძემ პირველი გოლი ნიკა ძალამიძის პასით გაიტანა, მეორე გოლისას კი ასისტენტი ჯანიკო ანანიძე იყო.



ზეგ, 17 სექტემბერს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - მეტოქე ”კლაგენფურტი” იქნება.



* * *



15 სექტემბერი, 2008. ამხანაგური მატჩი. ავსტრია, შპიტალი

”შპიტალი” (შპიტალი, ავსტრია) 2:3 საქართველო

გოლები: 1:0 (46), 1:1 ი.შეყილაძე (47), 2:1 (58), 2:2 ი.შეყილაძე (63), 2:3 ი.შეყილაძე (68)

საქართველო: ა.მაქაცარია, ბ.ამაშუკელი (თ.ჯიმშელეიშვილი 65), მ.ფუტკარაძე, ნ.კვეკვესკირი, ნ.აფაქიძე, ლ.ელიზბარაშვილი (მ.კობახიძე 68), ჯ.ანანიძე, ნ.ძალამიძე, კ.გაბაშვილი (ნ.ჯიშკარიანი 55), ლ.ჩაფიძე (გ.ჭანტურია 70), ი.შეყილაძე (დ.ხოჭოლავა 70)

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

გაფრთხილება: ნ.აფაქიძე, მ.კვეკვესკირი

მსაჯი: ა.შტრაუბი (ავსტრია)