სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი საქართველო 0:2 ლა

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მესამე შეხვედრა ჩაატარა ლატვიის ნაკრებთან და 0:2 დამარცხდა.



ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ნორვეგიის ნაკრებმა რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე” 3:1 სძლია ნორვეგიას. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება ნორვეგიის და ჰოლანდიის ნაკრებებმა მოიპოვეს.



ლატვიის ნაკრებმა ორივე გოლი საქართველოს ნაკრების დაცვის უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა: 52-ე წუთზე ალანს სინელნიკოვსმა გახსნა ანგარიში - ცარიელი კარის წინ მარტოდ დარჩენილს ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია, ოცი წუთის შემდეგ კი რაივო კალნინშმა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან მოჭრილი დარტყმით შეარხია გიორგი მაკარიძის კარის ბადე - 0:2.



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 23 ოქტომბერი, 2007. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 200

საქართველო 0:2 ლატვია

გოლი: 0:1 ა.სინელნიკოვსი (55), 0:2 რ.კალნინში (75)

საქართველო: გ.მაკარიძე, ვ.ვაჩიბერაძე, გ.ხუმარაშვილი, ჯ.გაბუნია, ა.ბენაშვილი (კაპ), თ.ჩარგეიშვილი, თ.თარხნიშვილი, ზ.ბეგლარიშვილი, დ.თარგამაძე, ლ.ბლაგიძე (ი.შეყილაძე 63), გ.ივანიშვილი

მწვრთნელი: ჰაინც ტოპმიოლერი

ლატვია: ე.პორტნოისი (კაპ), ტ.მეში, კ.სეველოვსი, კ.შმილსი, კ.დუბრა (გ.რაკლინსკისი 90), დ.გავრილოვსი (კ.პრიედენსი 68), ა.გრამოვიჩი, დ.ვალეგჟანინსი, რ.აგაფონოვსი, ა.სინელნიკოვსი (მ.პოლევოისი 77), რ.კალნინში

მწვრთნელი: ანდრეის კარპოვსი

გაფრთხილება: დ.გავრილოვსი, ჯ.გაბუნია, თ.ჩარგეიშვილი

მსაჯები: ა.სტავრევი (მაკედონია); მ.კიროვსკი (მაკედონია), ვ.ტოტი (უნგრეთი); ი.ვადი (უნგრეთი)



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 23 ოქტომბერი, 2007. რუსთავი, ”ფოლადი”. 100

ნორვეგია 3:1 ჰოლანდია

გოლები: 0:1 ს.დე იონგი (11), 1:1 ა.ხალილი (15), 2:1 პ.ე.ფლო (31, პენ), 3:1 ი.ს.აასი (51)

ნორვეგია: ლ.სტუბჰაუგი, ე.ჰოფლანდი, პ-ე.ფლო (კაპ), ა.უ.ანდერსენი, მ.ელვესტადი, ფ.კარლსენი (ო.კამაეა 83), ტ.კ.ბენდიკსენი (მ.ბოლდტი 90), ი.ს.აასი, ა.ნოური, პ.ო.ლარსენი, ა.ხალილი

ჰოლანდია: მ.კოეციერი, ე.ჰორსტენი, ვ.დროსტე, ო.ტერ ჰორსტი, კ.ვან დიერმენი (მ.მატიჩი 80), ლ.ფერი (ბ.მაგუაირი 64), დ.ბლინდი, ს.დე იონგი (კაპ), ქს.ჰუუტკოოპი, ჟ.რიმერინკი (ვ.დან დერ ბერგი 19), ჯ.ზეფუიკი

მწვრთნელი: ვ.ვან ცვამი

გაფრთხილება: ა.უ.ანდერსენი, დ.ბლინდი

მსაჯები: მ.მიკოლაევსკი (მაკედონია); კ.მურმუსი (პოლონეთი), გ.ყრუაშვილი (საქართველო); დ.ხარიტონაშვილი (საქართველო)