სიახლეები

ამხანაგური მატჩი: საქართველო-მოლდოვა საქართველოს

გაუზიარე

5 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში რუსთავის ”ფოლადის” სტადიონზე 17.30 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:



როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”), რევაზ თევდორაძე (”გაგრა”), გულვერდ თომაშვილი (”დინამო თბილისი”), ლევან კაკუბავა (”დინამო თბილისი”), თემურ შონია (ცხინვალის ”სპარტაკი”), ვაჟა ნემსაძე (”დინამო თბილისი”), ვალერი ბოლქვაძე (”დინამო თბილისი”), გიორგი ლოსაბერიძე (”დინამო თბილისი”), გურამ ადამაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), დავით ხურცილავა (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გიორგი განუგრავა (უკლუბოდ), ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), თორნიკე თარხნიშვილი (ცხინვალის ”სპარტაკი”), ნიკოლოზ მაისურაძე (ცხინვალის ”სპარტაკი”), გიორგი კბილცეცხლაშვილი (თბილისის ”ოლიმპი”), გიორგი ჭედია (ზუგდიდის ”მგლები”), ვალერი იობაშვილი (”მარტვილი”), დავით თარგამაძე (”ფრაიბურგი”, გერმანია), ლაშა თოთაძე (კიევის ”დინამო”, უკრაინა), გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), მიხეილ ბარაბაძე (ჰიკ, ფინეთი), ამირან სანაია (”ლე მანი”, საფრანგეთი), ვახტანგ ფანცხავა (”ლე მანი”, საფრანგეთი), ზაქარია ბეგლარიშვილი (გორის ”დილა”).



10 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად გაეჯიბრება ალბანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს.