სიახლეები

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩი დანიაში

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 13 ოქტომბერს, დანიის ქალაქ ოლბორგში მასპინძელთა 21-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.



კახა ცხადაძის გუნდი 9 ოქტომბერს ირლანდიაში ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრას ჩაატარებს და დანიას ირლანდიიდან ეწვევა. დანია ევროპის 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია.



შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ცხადაძის გუნდი მოლდოვას უმასპინძლებს, 10 ივნისს ალბანეთს სტუმრად გაეჯიბრება, 12 აგვისტოს ლიტვას ესტუმრება, ხოლო 5 და 9 სექტემბერს ევრო 2011-ის ორ საკვალიფიკაციო მატჩს ჩაატარებს: ჯერ ესტონეთში ჩავა, შემდეგ კი თურქეთს უმასპინძლებს.