სიახლეები

ამხანაგური მატჩი: საქართველო - ლატვია საქართველ

გაუზიარე

25 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა დღეს დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ბალტიისპირელებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ნაკრებში მოემზადებიან:



მეკარეები: გიორგი ლორია (თბილისის "დინამო"), მიხეილ ალავიძე ("ლოკომოტივი")



მცველები: დავით მჭედლიშვილი ("ამერი"), ამირან სანაია ("ლე მანი", საფრანგეთი), გიორგი ფოფხაძე ("ვიბორგი", დანია), გიორგი ნავალოვსკი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ელბაქიძე ("ამერი"), ბაქარ მირცხულავა ("ტორპედო"), ზაზა ქაჯაია ("გაგრა")



ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), შოთა გრიგალაშვილი ("ბორჯომი"), გიორგი დევდარიანი ("ოლიმპი"), მირზა ბჟალავა ("ლუშტენაუ", ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (თბილისის "დინამო"), ზურაბ გვაძაბია ("ამერი"), ალექსი ბენაშვილი ("ზესტაფონი"), გიორგი ივანიშვილი ("ციურიხი")



თავდამსხმელები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), რევაზ ბარაბაძე ("ანჟი", რუსეთი), დავით თარგამაძე ("ფრაიბურგი", გერმანია), ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), ვახტანგ ფანცხავა ("ლე მანი", საფრანგეთი), ზვიად კუტალია ("მგლები"), ბესიკ ჩიმაკაძე ("ამერი"), ზურაბ ხაჭიპერიძე ("მაღაროელი")