სიახლეები

საკლუბო ლიცენზირების სისტემა ყოველწლიური შემაჯამ

გაუზიარე

1. 2009/10წწ. სალიცენზიო სეზონის შედეგები

• 2009/10წწ. ლიცენზირების სეზონში მონაწილეობაზე თავდაპირველად თანხმობა განაცხადა 17 კლუბმა (11 – უმაღლესი ლიგიდან / 6 – I ლიგიდან), თუმცა პროცესში მეტნაკლები წარმატებით რეალურად მონაწილეობა მიიღო 13 კლუბმა (10/3). შედეგად, სეზონის ბოლოს გაიცა 2 სახის ლიცენზიები: უეფასი და ეროვნული.

• უეფას ლიცენზიის მაძიებელთა რიცხვი იყო 4, ხოლო ეროვნულის – ამ ოთხი კლუბის გარდა, კიდევ 9.

• საბოლოოდ, ორივე (უეფას და ეროვნული) ლიცენზია მიიღო 4 კლუბმა:

- თბილისის `ვიტ ჯორჯია~

- `დინამო თბილისი~

- რუსთავის `ოლიმპი~

- `ზესტაფონი~

• მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მიიღო 7 კლუბმა:

- ბოლნისის `სიონი~

- თბილისის `ლოკომოტივი~

- ზუგდიდის `მგლები~

- გაგრის `გაგრა~

- ცხინვალის `სპარტაკი~

- ზუგდიდის `ბაია”

- მარტვილის `მერანი”

• ეროვნულ ლიცენზიაზე უარი ეთქვა 2 კლუბს:

- ახალციხის `მესხეთს~

- `სამტრედიას”

• ეროვნული ლიცენზირების პროცესის სრული იგნორირებისთვის (მონაწილეობაზე თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად), ავტომატურად, განხილვის გარეშე ეთქვა უარი 4 კლუბს:

- ბორჯომის `ბორჯომს~

- თბილისის `ამერს”

- ქუთაისის `ტორპედოს”

- ბათუმის `დინამოს”

• ზოგიერთ ლიცენზირებულ და არალიცენზირებულ კლუბებს დაუწესდათ სადისციპლინო სანქციები.

• ამას გარდა, სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებების თანახმად, სალიცენზიო სეზონის განმავლობაში ლიცენზიატების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი სადისციპლინო სანქცია და/ან ლიცენზიის ჩამორთმევაც.

• სამწუხაროდ, ამ სეზონში საქართველოში უეფას მატჩების მასპინძლობის უფლების მქონე სტადიონების ჩამოანათვალს ახალი არ შემატებია და მათი რაოდენობა კვლავ არის 4 (3 – მე-2 კატეგორიის და 1 – მე-3 კატეგორიის).

• ეროვნული ჩემპიონატისთვის დაშვებულია 10 სტადიონი, თუმცა, მათგან მხოლოდ 4 (ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნული (თბილისი), `ფოლადი~ (რუსთავი), ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი და `მიხეილ მესხი~) აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მატჩების ჩასატარებლად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს. დანარჩენი სტადიონების მომხმარებელი უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სადისციპლინო სანქციები.



2. საჩივრებისა და პრეტენზიების ანალიზი

• გასულ სალიცენზიო სეზონში საჩივრებს და პრეტენზიებს დაინტერესებული მხარეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.



3. კლუბებისა და დირექტიული ორგანოების წევრების გამოხმაურების ანალიზი

ა) კლუბების გამოხმაურებები

• კლუბებისგან გამოხმაურებების მიღების მიზნით ლიცენზირების პროცესის მონაწილე ყველა 17 კლუბს დაეგზავნა კითხვარები. სულ მიღებულია გამოხმაურება 13 კლუბისგან. სასიამოვნოა, რომ ეს გამოხმაურებები კვლავ დადებითია. კერძოდ, აღინიშნა:

- კმაყოფილება ლიცენზირების პროცესით;

- ყველაფერი იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული;

- კმაყოფილება მენეჯერის და ექსპერტების კომპეტენტურობით და დახმარებით;

- მადლობა შენიშვნების გათვალისწინებისთვის;

- მადლობა სტადიონთან დაკავშირებით კონსულტაციების და დასხმარებისთვის;

- მადლობა კლუბის სახელით, საკმარისი და დროული დახმარებისთვის, თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.

• თუმცა, გასულ სეზონთან შედარებით, იკლო კლუბების კმაყოფილების ხარისხის მაჩვენებელმა.

• უკმაყოფილება დააფიქსირა მხოლოდ ერთ-ერთმა კლუბმა, რომ `კომიტეტმა იჩქარა გადაწყვეტილების გამოტანა~, თუმცა კომიტეტი ხელმძღვანელობდა მკაცრად ძირითადი პროცესის გრაფიკის მიხედვით.

• გამოითქვა რეკომენდაციებიც სისტემის გაუმჯობესებისთვის.



ბ) დირექტიული ორგანოების წევრთა გამოხმაურებები

• დირექტიული ორგანოების წევრებისგან გამოხმაურებების მიღების მიზნით ყველა 12 წევრს. სულ მიღებულია გამოხმაურება 10 წევრისგან. გამოითქვა რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესებისთვის.



გ) სფფ-ის თანამშრომელთა გამოკითხვა

• 2009წ. მაისში ჩატარდა სფფ-ს თანამშრომელთა გამოკითხვა ფედერაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 21 რესპოდენტის ინფორმაციით, სფფ-ს საქმიანობის 18 ძირითადი მიმართულებიდან მთავარ პრიორიტეტად დასახელდა ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ხოლო საკლუბო ლიცენზირება მე-3 ადგილზე აღმოჩნდა, რაც შარშანდელზე (მე-7 ადგილი) საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს სფფ-ში ლიცენზირების იმიჯის ამაღლებაზე.



4. შიდა აუდიტის შედეგები

• გასული სალიცენზიო სეზონის შიდა აუდიტი ჩატარდა 2009წ. 15-19 ივნისს, აუდიტორი – სფფ-ს გენერალური მდივნის მოადგილე – თ. ჭიჭინაძე. უეფას საკლუბო ლიცენზირების სტანდარტის 6 მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლენილია 4 მინორული დარღვევა, რომელიც მოითხოვს გაანალიზებას და დაუყოვნებლივ გამოსწორებას.



5. რისკის შეფასება და ანალიზი

• რისკის შეფასების და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ:

- მოცემული რისკებიდან განვლილ სალიცენზიო სეზონში ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთ რისკს, როდესაც წყალმა დააზიანა სალიცენზიო დოკუმენტაცია.

- ჯერ არ განხორციელებულა ზოგიერთ რისკთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, ხოლო ზოგიერთი პროექტის (მაგ., ექსტრანეტის) გახორციელება დროებით შეჩერებულია.

- გამოვლინდა ახალი რისკი, რაც შემდეგში მდგომარეობს: ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაცია (მიმოსვლის გადაკეტვა და სხვ.) ხელს უშლის კლუბებს ვადებში წარმოადგინონ სალიცენზიო დოკუმენტაცია.

• გამოვლენილი რისკების შესამცირებლად/ასარიდებლად დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები და სათანადოდ განსაზღვრულია პასუხისმგებლობები. აღნიშნულ ღონისძიებათა შესრულება მკაცრად გაკონტროლდება.



6. ლიცენზირების სახელმძღვანელოსა და სხვადასხვა პროცედურის/დებულებების აქტუალობის შეფასება

• სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მონაწილეთა სხდომაზე არაერთხელ აღინიშნა, და ეს განვლილ სალიცენზიო სეზონში მიღებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა, რომ საჭიროა საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებების ახალი ვერსიის შემუშავება და უეფაში მისი ხელახალი აკრედიტაცია. დებულებების ფინანსური ნაწილი უკვე დამუშავდა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ (ბაფ). მალე დებულებები საბოლოო სახეს მიიღებს და ვადაზე ადრე გაიგზავნება უეფაში აკრედიტაციისთვის.

• დასახვეწი და სტრუქტურულად შესაცვლელია სფფ-ის ინფრასტრუქტურული დებულებებიც, რომელშიც უფრო მკაფიოდ და მკაცრად უნდა განისაზღვროს სადისციპლინო სანქციებთან დაკავშირებული საკითხები.

• აგრეთვე, მნიშვნელოვანია ახალი სალიცენზიო სეზონის წინ გადაიხედოს ლიცენზირების სისტემაში არსებული პროცედურები, ფორმები, ნიმუშები და მოხდეს საჭირო ცვლილებები.



7. ქცევის კოდექსის დაცვის შემოწმება

• გასულ სალიცენზიო სეზონში შემუშავდა ქცევის კოდექსი, რომელიც გაეცნო ლიცენზირების მონაწილე ყველა თანამშრომელს, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერით. არსებული ინფორმაციით:

- ქცევის კოდექსის ძირითადი პრინციპები არ დარღვეულა;

- თუმცა, არის სერიოზული ეჭვები, რომ დამოუკიდებლობის პრინციპები დაირღვა ეროვნული ლიცენზირების პროცესში, რაც საგანგებო მსჯელობის საგანი გახდება და შესაძლებელია მოხდეს საკადრო ცვლილება;

- დაინტერესებული მხარეების გამოკითხვით, ჩვენი მუშაობა იყო მათთვის სასარგებლო;

- დაცული იყო რასობრივი თუ სხვა სახის თანასწორობის პრინციპები;

- პერიოდულად ხდებოდა თანამშრომელთა ადეკვატური წახალისება, თუმცა მომავალში მათ სწავლა-განათლებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა;

- ამასთან, ასამაღლებელია სფფ-ის ლიცენზირების პროცესის მონაწილეთა ცოდნა ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესახებ.



8. საპროგრამო განცხადების და სამუშაო გეგმის რეალიზაცია

• საპროგრამო განცხადებისა და სამუშაო გეგმის რეალიზაციის საერთო დონე შეიძლება შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.

- მეტწილად კმაყოფილდება კლუბების მოთხოვნები;

- დაგეგმილად ხორციელდება საკლუბო ლიცენზირების ახალი მოთხოვნების დანერგვა ლიცენზირების პროცესში;

- კლუბები იღებენ დროულ და ხარისხიან მხარდაჭერას ლიცენზირების მოთხოვნების შესასრულებლად;

- კმაყოფილდება ფიფა-უეფას, სფფ-ისა და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები;

- ეტაპობრივად ინერგება ეფექტური და ხარისხიანი მართვის სისტემა;

- ეტაპობრივად ვითარდება ლიცენზირების სისტემა;

- შეძლებისდაგვარად მაღალკვალიფიციურ დონეზე ხორციელდება ლიცენზირების პროცესი;

- მკაცრად კონტროლდება სფფ-ში აღიარებული ეთიკური ნორმების დაცვა;

- ამაღლდა ფართო საზოგადოების დაინტერესება ლიცენზირების საკითხებით, თუმცა ინფორმირებულობის ხარისხი კვლავ დაბალია.

• პერიოდულად (სხდომებზე თუ დამოუკიდებლად) გადაიხედებოდა სამუშაო გეგმა და ხდებოდა შესაბამისი რეაგირება პროცესებზე. გეგმის დიდი ნაწილი განხორციელებულია, თუმცა, ადგილი ჰქონდა ზოგიერთი ღონისძიების შესრულების ვადის გადაცილებას გონივრულ ფარგლებში, რაც გამოწვეული იყო მძიმე ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე.



9. საკორექციო ზომები

• საკორექციო გეგმების ნაწილი, სამწუხაროდ, არ შესრულებულა ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.

• ამას გარდა, შიდა აუდიტის, რისკის შეფასების, აგრეთვე საპროგრამო განცხადებისა და სამუშაო გეგმის რეალიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ გამოსწორებას.

• გამოვლენილ ფაქტებზე შედგენილია საკორექციო გეგმები.



10. ლიცენზირების პროცესში მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგები

• ლიცენზირების პროცესში შემოსული მონაცემების დამუშავების ანალიზში არის გარკვეული წინსვლა. მოხდა ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი. საჭირო ინფორმაცია უეფაში გაიგზავნა დადგენილ ვადაში.

• ამას გარდა, დამუშავდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა:

- წმინდა საფეხბურთო ხარჯებს (წყალი, მივლინებები და ა.შ.)

- უმაღლესი ლიგის მატჩებზე მაყურებელთა დასწრების სხვადასხვა მაჩვენებელს (საერთო, საშუალო, მაქსიმალური)

- სპორტულ შედეგებს