სიახლეები

აჭარის რეგიონულ ფედერაციაში სამსაჯო კომიტეტი შეიქმ

გაუზიარე

15 იანვარს, ბათუმში ჩატარდა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განხილულ იქნა რეგიონულ დონეზე სამსაჯო კომიტეტის შექმნის საკითხი.

განხილვის შემდეგ, აფფ-ის აღმასკომმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცა ფიფას ყოფილი არბიტრი ოთარ გუნთაძე.

ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ის, რომ აქამდე, აჭარის რეგიონში სამსაჯო ორგანოს არარსებობის გამო, აჭარა ფაქტიურად ვერ აწვდიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალ სამსაჯო კადრებს.

აფფ-ის სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მსაჯობის მსურველი ახალგაზრდების მოზიდვა და დამწყები მსაჯების მომზადება სპეცკურსების საშუალებით (სამსაჯო წესები, ფიზმომზადების პრინციპები). სპეციალური მომზადების გავლისა და ტესტირების შემდეგ, წარმატებულ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ თავიანთ რეგიონში და პირველი გამოცდილება ადგილზევე მიიღონ.

იმედია, ეს პრეცედენტი სამაგალითო იქნება სხვა რეგიონული ფედერაციებისთვის და ანალოგიური კომიტეტები სხვაგანაც შეიქმნება, რაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს შიდასამსაჯო ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

სფფ-ის პრესსამსახური