სიახლეები

ტოსნო: მხოლოდ ნავალოვსკი

გაუზიარე

რუსეთის პირველი დივიზიონის 29-ე ტურში ტოსნო, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრები, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი იცავენ, იაროსლავლში შინიკთან 0:2 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ ნავალოვსკიმ ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დატოვა. რევიშვილი კი, კარგა ხანია, აღარ თამაშობს ლეგიონერებზე ლიმიტის გამო და ამჯერადაც მხოლოდ სათადარიგო იყო.

წაგების მიუხედავად, ტოსნომ შეინარჩუნა მე-4 ადგილი, 55 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, ორენბურგის გაზოვიკს 8 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში ორი საუკეთესო გუნდი გადადის, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულები კი პლეი ოფში ითამაშებენ. ტოსნოს პლეი ოფში თამაშის კარგი შანსიც აქვს და არც ისაა გამორიცხული, ყოველგვარი გადათამაშების გარეშე გაინაღდოს პრემიერლიგაში თამაშის უფლება, რადგამ მეორეადგილოსან კრილია სოვეტოვს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

პაატა ძნელაძე