სიახლეები

ამისულაშვილი სიმბოლურშია

გაუზიარე

გერმანიის ნაკრებთან თამაშისას დაშავების მერე ბაქოს ინტერის ცენტრალურ მცველს ალეკო ამისულაშვილს საკმაო ხანი გაუცდა და მოედანს აზალთან შეხვედრაში დაუბრუნდა. ეს მატჩი ინტერმა 2:0 მოიგო, ამისულაშვილმა კი სრულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შედეგად ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

რაც შეეხება ინტერს, მართალია, დედაქალაქელებს კვლავ აწუხებთ ფინანსური პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში 53 ქულით მეორე პოზიციას ინარჩუნებენ, თანაქალაქელ ნეფთჩის კი 7 ქულით უსწრებენ, თანაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ჩემპიონობას კი, როგორც ეტყობა, ყარაბაღს ვეღარავინ შეეცილება და ტიტულს შეინარჩუნებს.

პაატა ძნელაძე