სიახლეები

გრიგალაშვილმა სეზონი ვარჯიშზე დაასრულა

გაუზიარე

კვიპროსული ნეა სალამინას ქართველი ნახევამცველი შოთა გრიგალაშვილი ვარჯიშზე ისე დაშავდა, სეზონი დაამთავრა. ჩვენი ფეხბურთელი, რომელიც სალამინაში იანვარში ომონიადან გადავიდა, მეორე წრის პირველსავე ტურში ეთნიკოსთან კალენდარული მატჩისას ისე დაშავდა, რომ ორი თვე მკურნალობდა. შოთა გრიგალაშვილმა ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, მაგრამ ვარჯიშზე თანაგუნდელმა ფეხი ნამკურნალებ ფეხში ჩასცხო და ძველი ტრავმა გაუმიზეზა... ჯერჯერობით ექიმებს არ უთქვამთ, რამდენი ხანი დასჭირდება გრიგალაშვილის გამოჯანმრთელებას, თუმცა კი ნაღდია, რომ ამ სეზონში ის ვეღარ ითამაშებს. 

ლუკა თალაკვაძე