სიახლეები

კანკავამ ფინალი და თასი დაგეგმა

გაუზიარე

დნიპროს ქართველ ნახევამრცველ ჯაბა კანკავას ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ევროპის ლიგის ნახევარფინალში დნეპროპეტროვსკელთა მეტოქე ნაპოლიზე კომენტარი სთხოვეს. ჩვენიანისგან მათ ასეთი პასუხი მიიღეს: ცხადია, ნაპოლი უმაღლესი დონის გუნდია. ჩვენთან დაპირისპირებაში ფავორიტად იტალიელები ითვლებიან, თუმცა სადაც აქამდე მოვედით, იქაც ფინალში გასვლას და ამ საპატიო ტიტულის მოგებას გაათკეცებული ენერგიით ვეცდებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს წყვილში გამარჯვებულის ვინაობა საპასუხო მატჩის ბოლო წუთამდე გაურკვეველი იქნება. თუ ჩვენ ნეაპოლში ერთი გოლის გატანა მაინც შევძელით, ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. დნიპროსთვის ევროპის ლიგის ნახევაფინალში გასვლა უკვე წარმატებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიღწეულზე დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, _ უთხრა ჯაბა კანკავამ უკრაინელ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, ნაპოლი - დნიპროს ნახევარფინალები 7 და 14 მაისს გაიმართება. 

ლუკა თალაკვაძე