სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

XXV ტურის სიმბოლური ნაკრები

------------გორელიშვილი (2)--------მოდებაძე (3)--------ბერიაშვილი (3)--------------
------------------(დილა)---------------------(დილა)-----------------(დინამო ბთ)-----------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------კახაბრიშვილი-------ცაცკრიალაშვილი------სარდალიშვილი-----------
--------------(ვიტ ჯორჯია)-----------(ცხინვალი)---------------(ჩიხურა)--------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლ. ღონღაძე (2)--------ჩიკვაიძე (3)-----------გეთიაშვილი (2)---------ცერცვაძე (2)
(ზუგდიდი)----------------(ჩიხურა)----------------(ვიტ ჯორჯია)------------(ცხინვალი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------ალავიძე (4)----------------------------------------------
------------------------------------------------(დინამო ბთ)----------------------------------------------


ფავორიტი კიდევ უფრო გამოიკვეთა

ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამეული ჯერ არ დაშლილა, მაგრამ სამეულსაც და ჩემპიონატსაც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს. გორის დილამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, მისი ორი მდევრიდან კი მხოლოდ ერთმა ივარგა და შედეგად მეორეადგილოსან ბათუმის დინამოს უჩა სოსიაშვილის გუნდი სამი ქულით უსწრებს, მესამე პოზიციაზე მყოფ დინამო თბილისს კი – უკვე ოთხით.
ამას დაუმატეთ კონკურენტებთან შედარებით უფრო კომფორტული კალენდარი და დავრწმუნდებით, რომ დილა სადღეისოდ ოქროს მედლების უმთავრესი პრეტენდენტია. პირველ ჩემპიონობამდე შიდაქართლელებს კიდევ მოუწევთ დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ ყველაფერი მათსავე ხელშია და მათი შანსი მდევრებისაზე გაცილებით მაღალია.

მოდებაძე დაწინაურდა
დილა-შუქურას შეხვედრა უხვგოლიანობის გარდა, ორი დუბლითაც გამოირჩა. მიხეილ გორელიშვილს საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრეც რომ ჩაეტარებინა, უთუოდ ექნებოდა საუკეთესო სნაიპერობის შანსი, დღეს კი ამ ინდივიდუალური ტიტულის მოპოვების უპირველესი პრეტენდენტი მისი თანაგუნდელი ირაკლი მოდებაძეა. თუკი აქამდე იგი დინამოელ გიორგი პაპუნაშვილთან და ზამთარში მოლდოვურ დაჩიაში წასულ ჯაბა დვალთან ერთად ლიდერობდა, ახლა უკვე ერთპიროვნულად უდგას სათავეში საუკეთესო ბომბარდირთა დავას და თუკი საჩემპიონო რბოლაში დილაა ფავორიტი, მეგოლეებში გამარჯვების საუკეთესო შანსი ირაკლის აქვს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ გასულ ტურში სულ სამი დუბლი ვიხილეთ. გორელიშვილისა და მოდებაძის გარდა, წყვილი გოლით ბათუმის დინამოელი გიორგი ბერიაშვილი გამოირჩა.

ცხინვალელთა ევროგანაცხადი
ცხინვალი-დინამოს მატჩში დილა-შუქურაზე ნაკლები გოლი გავიდა, მაგრამ ტურის ყველაზე გამოსარჩევი ამბავი მაინც `მიხეილ მესხის~ სათადარიგო არენაზე მოხდა. პირველ წრეში განცდილი 1:6-ისთვის დინამოს ექსთავკაცის, კახა კაჭარავას მიერ გაწვრთნილმა ცხინვალმა თითქმის სრულფასოვანი რევანში აიღო. სატურნირო თვალსაზრისით კი, ეს უძვირფასესი სამი ქულა იყო. ცხინვალმა სამტრედიას დანაკარგითYისარგებლა, მეოთხე ადგილამდე აღზევდა და ამით ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაიზარდა.
ცხინვალი და დინამო ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდებიან, ამჯერად საქართველოს თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მასპინძლები ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას. ცხადია, თასის ფინალში გასვლა ევროასპარეზისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
რაც შეეხება დინამო თბილისს, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს საუკეთესო დროება არ უდგას. თამაშის ასეთი ხარისხით ტიტულის შენარჩუნება და ევროსარბიელზე ღირსეული ასპარეზობა გამორიცხულია.
მათე ცინცაძემ ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში დინამოს საიუბილეო, მე-2000 გოლი გაიტანა, მაგრამ დინამოელთათვის სამწუხაროდ, ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი ასეთ მწარე მარცხს დაემთხვა.

ოქროს შუალედიც ჩამოყალიბდა
სამტრედიას კვლავაც რჩება ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი, ქუთაისში გამარჯვებით ამის იმედი საჩხერელებსაც შერჩათ, ჩიხურას ქვემოთ მყოფები კი უკვე მყარად დამკვიდრდნენ `ოქროს შუალედში~.
შუქურა, ტორპედო, გურია, კოლხეთი უკვე დანამდვილებით არ გავარდებიან უმაღლესი ლიგიდან და, ცხადია, ვეღარც ევროტურნირებზე გავლენ. ზუგდიდსა და მერანს ჯერ თავი ქუდში არ აქვთ, მაგრამ თუ სასწაული არ მოხდა, ისინიც შეძლებენ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას.
ვიტ ჯორჯიას სიონისთვის რომ ვერ მოეგო, ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევის პერსპექტივა აღარ შერჩებოდა, მაგრამ ვეტერინარებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და გადარჩენის იმედიც დაიტოვეს. ბოლოსწინა პოზიცია პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ამის უფლება ბოლოადგილოსანმა მოიპოვოს – ეს იმ შემთხვევაში, თუ ფინანსურმა კრიზისმა ზესტაფონის შემდეგ, მეტალურგიც შეიწირა.

ტურის ფეხბურთელი
მიხეილ ალავიძე (დინამო ბთ)
უკვე ვთქვით, რომ ბათუმელთაგან დუბლით გამოიჩინა თავი გიორგი ბერიაშვილმა, მაგრამ მატჩს სხვა გმირი ჰყავდა – მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელმაც ლანჩხუთის გურიასთან დაპირისპირებაში სასწაულები ჩაიდინა და თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა ერთი შეხედვით გარდაუვალი გოლისგან.
ამ სეზონში მიშა მხოლოდ და მხოლოდ მეორე მეკარეა, რომელიც `ჩვენმა თამაშმა~ ტურის ფეხბურთელად დაასახელა. მანამდე ეს წოდება მერანის კარის დარაჯ გიორგი ბეგაშვილს მივანიჭეთ.

ლევან ჯანეზაშვილი


ზუგდიდი-სამტრედია 1:1
ცხინვალი-დინამო თბ 4:1
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
დილა-შუქურა 5:2
კოლხეთი-მეტალურგი 3:0
ტორპედო-ჩიხურა 1:2
დინამო ბთ-გურია 2:1
მერანი-ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური)

1. დილა 25 15 6 4 42-20 51
2. დინამო ბთ 25 15 3 7 33-22 48
3. დინამო თბ 25 14 5 6 41-24 47
4. ცხინვალი 25 13 3 9 32-31 42
5. სამტრედია 25 12 5 8 33-22 41
6. ჩიხურა 25 11 6 8 34-29 39
7. შუქურა 25 9 7 9 31-32 34
8. ტორპედო 25 8 10 7 32-27 34
9. გურია 25 8 8 9 25-35 32
10. კოლხეთი 25 8 8 9 26-27 32
11. ზუგდიდი 25 7 8 10 19-29 29
12. მერანი 25 7 8 10 20-24 29
13. ზესტაფონი 25 6 8 11 40-46 26
14. მეტალურგი 25 6 6 13 22-33 24
15. სიონი 25 6 5 14 22-38 23
16. ვიტ ჯორჯია 25 5 4 16 23-36 19

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 12
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
შალამბერიძე (გურია) 6
შინდაგორიძე (სპარტაკი) 6F
ქავთარაძე (დინამო ბთ) 6
ჩელებაძე (შუქურა) 6

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 8
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 6
შალამბერიძე (გურია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 4
კირკიტაძე (ტორპედო) 4
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 4
ქავთარაძე (დინამი ბთ) 4

გოლი+პასი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 14 (10+4)
მოდებაძე (დილა) 14 (12+2)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
დ. სიჭინავა (სიონი) 11 (8+3)
შალამბერიძე (გურია) 11 (6+5)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
გეწაძე (სამტრედია) 10 (2+8)
კვეკვესკირი (დილა) 10 (7+3)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10 (8+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 9 (6+3)
კაჭარავა (სპარტაკი) 9 (7+2)
ჩელებაძე (შუქურა) 9 (6+3)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7 (1+6)
შონია (დინამი ბთ) 7 (5+2)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო თბ) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (დინამო ბთ) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო თბ) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
პაულო ვიქტორი (შუქურა) 1
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 1
ბეგაშვილი (მერანი) 1
ალავიძე (დინამო ბთ) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (სპარტაკი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია) 1
ზივზივაძე (ტორპედო) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
გახარია (ვიტ ჯორჯია) 1
ვ. კილასონია (ცხინვალი) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1
მერლანი (სიონი) 1
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
მოდებაძე (დილა) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 27
0:0 24
2:1 21
0:1 20
2:0 19

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მამინაშვილი (დინამო ბთ) 147
სეფიაშვილი (კოლხეთი) 117
კაკალაძე (შუქურა) 115
ბათიაშვილი (სიონი) 90

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 25
დ. ხარიტონაშვილი 21
გ. ვადაჭკორია 20
გ. ყრუაშვილი 16
ა. ნონიკაშვილი 14
ჯ. ხორავა 13
ბ. ნინუა 12
გ. კიკაჩეიშვილი 11
ი. კვირიკაშვილი 11
ლ. კვარაცხელია 9
ა. ბასლეჰლო 7
თ. გვანცელაძე 6
დ. სანოძე 6
ხ. გაგნიძე 6
გ. დოგრაშვილი 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1


საქართველოს თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები

ცხინვალი-დინამო თბ
28 აპრილი 16:00
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
პირველი მატჩი: 0:2
დისკვალიფიკაცია: გველესიანი (დინამო თბ)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

სამტრედია-ჩიხურა
28 აპრილი 16:00
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
პირველი მატჩი: 1:0
მსაჯი: ჯენერი ხორავა


პირველი ლიგა

ა ჯგუფი

ჩხერიმელა-საბურთალო 3:0
მაჭახელა-სტუ 2:1
სამგურალი-ლაზიკა 3:2
ლოკომოტივი-ჭიათურა 2:0
ადელი-სასკო 2:1

1. საბურთალო 31 24 3 4 81-23 75
2. ლაზიკა 32 18 6 8 63-34 60
3. ლოკომოტივი 32 17 5 10 65-38 56
4. ჭიათურა 31 16 3 12 46-36 51
5. სამგურალი 32 15 3 14 64-48 48
6. მაჭახელა 32 12 3 17 41-59 39
7. სასკო 30 10 8 12 51-52 38
8. ჩხერიმელა 31 10 3 18 27-62 33
9. სტუ 32 10 2 20 44-82 32
10. ადელი 31 5 4 22 30-76 19