სიახლეები

მჭედლიძე ნაპოლისთან ბრუნდება

გაუზიარე

ხვალ იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურში ემპოლი ნაპოლის მასპინძლობს და ამ შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება ემპოლისა და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ბოლო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. სავარუდოდ, მჭედლიძე ძირითადში იქნება და თავდასხმის ხაზში გუნდის ლიდერ მასიმო მაკარონეს შეუწყვილდება. 

მჭედლიძის დაბრუნების თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თქვა: `მჭედლიძის დაბრუნება ძალიან დროულია, რადგან თავდასხმაში აგრესიულობა გვაკლია და ლევანმა ეს ნაკლი უნდა გამოასწოროს." 

ამ ეტაპისთვის ემპოლის აქტივში 35 ქულაა და გუნდი მე-16 ადგილზეა. მართალია, საეჭვოა, დარჩენილ ტურებში ემპოლი სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდეს, მაგრამ არც გავარდნა ემუქრება, რადგან გასავრდნ ზონას 11 ქულა აშორებს.

პაატა ძნელაძე