სიახლეები

სანდრო კობახიძე ზორიაში?

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის მიმართ გარკვეულ ინტერესს ამჟღავნებს უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ლუგანსკის ზორია. ლუგანსკელებისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებულია, სავარაუდოდ, ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებენ და ევროტურნირისთვის აქედანვე ძლიერდებიან.

ამჟამად კობახიძე ვოლინის ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნევა, ამიტომაცაა ლოგიკური, მისი გადაყვანა გაცილებით ძლიერმა გუნდმა რომ მოისურვა.

შეგახსენებთ, ვოლინში გადასვლამდე კობახიძე დნიპროს ღირსებას იცავდა, მაგრამ კონოპლიანკასთან კონკურენციის გამო იშვიათად უწევდა თამაში და ამიტომაც ამჯობინა შედარებით მოკრძალებულ ვოლინში გადასვლა. ზორიაში გადასვლის შემთხვევაში სანდრო იქ ერთადერთი ქართველი არ იქნება. წლებია, ლუგანსკელთა რიგებში თამაშობს ჯაბა ლიპარტია და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელადაც იღვლება.

პაატა ძნელაძე