სიახლეები

ბეგლარიშვილი ნახევარფინალშია

გაუზიარე

ესტონეთის თასის ნახევარფინალში გავიდა ტალინის ფლორა, სადაც ქართველი გამთამაშებელი ზაქარია ბეგლარიშვილი ირჯება. მეოთხედფინალში ფლორამ კალევს 2:1 სძლია, ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. 

რაც შეეხება ესტონეთის ჩემპიონატს, ფლორას 21 ქულა აქვს და პრემიუმლიგაში მეორე ადგილზეა. ბეგლარიშვილი კი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნევა. მომდევნო ტურში, ფლორა ტალინურ დერბიში ლევადიას ეთამაშება. 

ზაქარიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ფლორაში კი 2010 წლიდან თამაშობს და ორჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი.  

პაატა ძნელაძე