სიახლეები

ჰუფნაგელი – ტურის საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ბუნდესლიგაში

გაუზიარე

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ლუკას ჰუფნაგელი მესამე ბუნდესლიგის 34-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უნტერჰახინგის 21 წლის ნახევარმცველმა 704 ხმა მიიღო - საერთო რაოდენობის 65,5 პროცენტი.

ჰუფნაგელი საქართველოსა და გერმანიის მოაქალაქეა. ის მამით გერმანელი და დედით ქართველი გახლავთ, ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად უთამაშია. 

გასულ ტურში უნტერჰახინგმა გასვლაზე 3:1 მოუგო შტუტგარტის დუბლებს, ჰუფნაგელმა კი ორი გოლი გაიტანა. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ბავარიული გუნდისთვის, რომელმაც გასავარდნი ზონიდან ერთი საფეხურით ზემოთ აინაცვლა. 

დიდი ალბათობით, ლუკა ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდში ვიხილავთ.  

ილია ნანობაშვილი