სიახლეები

ცოცხალ თამაშში ცოცხალაშვილმა გადაწყვიტა

გაუზიარე
29 აპრილი. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 200 მაყურებელი.

გაგრა-ბორჯომი 2:1

1:0 ბაქრაძე (12), 1:1 კობესაშვილი (53), 2:1 ცოცხალაშვილი (74)

გაგრა: ბურდიანი, ბიწკინაშვილი, მალიკი, მიქავა (კვიჟინაძე 84), ფირცხალაიშვილი, ჭაბუკიანი, ინჯიბაშვილი (შეწირული 67), მირონენკო, კუპრი (ჩაფიძე 67), ცოცხალაშვილი (ასათიანი 90), ბაქრაძე

სათადარიგოები: კიკნაძე, კოკოზაშვილი, გუჯაბიძე

მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა (კობესაშვილი 37), საჯაია, ჩხარტიშვილი, ხითარიშვილი (შერგელაშვილი 81), თედიაშვილი (კირვალიძე 70), ჯოჯუა, კვარაცხელია, ლობჟანიძე, როსტიაშვილი, მუმლაძე (სარალიძე 68)

სათადარიგოები: გაბიჩვაძე, როსტომაია, ფირცხალავა

მწვრთნელი: ზაზა კობესაშვილი

მსაჯი: ბაკურ ნინუა

პირველ ლიგის B ზონაში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა თერჯოლის საპოვნელამ. მეორე ადგილისთვის კი ქედის ბეთლემი, ბორჯომი და გაგრა იბრძვიან. ამიტომაც გუშინდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით გაგრამ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯიც გადაგა. 

ორივე გუნდი თავიდანვე მხოლოდ მოსაგებად იყვნენ მომართული და 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა. თავიდან ტერიტორიულ უპირატესობას ბორჯომელები დაეუფლენ და მალევე შეეძლოთ გატანა: ჩხარტიშვილი ვარდნაში ურტყამდა, მაგრამ ოდნავ ააცილა. შემდეგ უკვე თედიაშვილმა სცადა თავით გატანა, თუმცა ამჯერადაც უზუსტობა...

გაგრამ კი პირველივე სახიფათო კონტრშეტევა გოლად აქცია. ბაქრაძემ სისწრაფეში ჯოჯუას აჯობა და საჯარიმოში შესულმა ახლო დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:1. 

ამის შემდეგ ბორჯომს რამდენჯერმე შეეძლო გათანაბრება. ჯერ იყო და მუმლაძემ გაისროლა შორიდან და მასპინძლები ხარიხამ იხსნა. ერთ ეპიზოდში კი გაგრა სასწაულებრივად გადარჩა: დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში მასპინძელთა მეკარემ და მცველებმა სამჯერ გამოიტანეს ბურთი კარის ხაზიდან. 

მეორე ტაიმში ბორჯომმა მაინც გაათანაბრა. შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა კობესაშვილმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი და გაგრას უკრაინელი მეკარე ბურდიანი უშანსოდ დატოვა - 1:1.რამდენიმე წუთში კი უკვე როსტიაშვილი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამჯერად გამარჯვებული უკრაინელი დარჩა. 

გაგრასგან კი გამარჯვების გოლი ნიკა ცოცხალაშვილმა გაიტანა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა ფეხბურთელს მოხვდა და მიმართულება მცირედით შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა – 2:1.

დარჩენილ დროში ბორჯომი კი დაეუფლა უპირატესობას და ბოლო წუთებზე შტურმის მოწყობაც შეძლო, მაგრამ გაგრამ სასურველი ანგარიში მაინც შეინარჩუნა და ახლა მათ აქტივში 47 ქულაა. როგორც ავღნიშნეთ, ანატოლი პისკოვეცის გუნდი მეორე პოზიციაზეა. ბორჯომი კი, 45 ქულით მეოთხეზეა.

საკვანძო მატჩი იყო, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

პაატა ძნელაძე