სიახლეები

დილამ გაირბინა, მდევრებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს

გაუზიარე

XXVI ტურის სიმბოლური ნაკრები

--------------------------ისიანი-------------------ივანიშვილი------------------------
-------------------------(გურია)-------------------(ცხინვალი)------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
ლ. შენგელია (2)--------------კირკიტაძე (3)-------------პაპუნაშვილი (6)
(კოლხეთი)-----------------------(ტორპედო)-----------------------(დინამო თბ)
--------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------მახარობლიძე-----------------ცინცაძე (3)---------------------
-----------------------(ცხინვალი)------------------(დინამო თბ)---------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
----------თოთაძე (3)------------------მგელაძე---------ხურცილავა-------------
---------(დინამონ თბ)--------------(დინამო ბთ)---------(დილა)----------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------მამინაშვილი------------------------------------
------------------------------------------(დინამო ბთ)-------------------------------------


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტურის მიმოხილვა

ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ გორის დილას დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ გაუჭირდებოდა, მის მდევრებს კი შიდაქართლელებთან დისტანციის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევდათ. ასეც მოხდა – უჩა სოსიაშვილის გუნდმა "სისხლისგან დაცლილი" მეტალურგი აუღელვებლად დაჯაბნა, ბათუმისა და თბილისის დინამოელებმა კი საკუთარი მატჩები მინიმალური უპირატესობითა და ძალების მაქსიმალური მობილიზებით მოიგეს და ჩემპიონატს უმთავრესი ინტრიგა შეუნარჩუნეს.
"ქართული კლასიკო" მართლაც ტურის მშვენება გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ განსაკუთრებული სატურნირო მოტივაცია აღარ ამოძრავებს, ტორპედომ მასპინძელ დინამოს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და თანაბრადაც ეთამაშა, თუმცა გაიმარჯვა იმან, ვინც საკუთარი შანსები უკეთ გამოიყენა.
ტრავმირებულთა და დისკვალიფიცირებულთა სიმრავლის მიუხედავად, ბათუმელებმა ივანწმინდაში დასახულ მიზანს მაინც მიაღწიეს. აჭარელებს ჩვენ მიერ აპრილის თვის საუკეთესო მეკარედ დასახელებული მიხეილ ალავიძე აკლდათ, მაგრამ იგი შოთა მამინაშვილმა დამაჯერებლად შეცვალა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ბათუმელთაც ცენტრალურმა მცველმა ნიკა მგელაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რომელიც მისი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა.
ცხინვალმა სამტრედიელთა დანაკრით ისარგებლა და მეოთხე პოზიციაზე კიდევ უფრო მომაგრდა. სამტრედია კვლავაც არასტაბილურად თამაშობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზაზა ზამთარაძის გუნდს ევროსარბიელზე გასასვლელად თასის ფინალიღა რჩება – სამტრედია ევროპის ლიგაზე მხოლოდ ამ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში ითამაშებს, ცხინვალელებმა კი ფინალში დინამო თბილისს უნდა უქომაგონ.
ვიტ ჯორჯია ისევ ბოლო პოზიციაზეა, მაგრამ ვეტერინართა მდგომარეობას უიმედო უკვე აღარ ეთქმის. საპლეიფო ზონა უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შანსს თენგიზ კობიაშვილის გუნდი.
მომავალი ტურის განსაკუთრებული მოვლენა კი ახლავე უნდა დავაანონსოთ – ქობულეთში ბათუმის დინამო თბილისის დინამოს უმასპინძლებს და ეს მატჩი დილას ერთ კონკურენტს გარანტირებულად ჩამოაცილებს, თუ ფრე იყო და, შიდაქართლელთა ოცნების ახდენას წინ, ალბათ, ვეღარაფერი დაუდგება.

ტურის ფეხბურთელი
გიორგი ივანიშვილი (ცხინვალი)
ცხინვალმა გასულ ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლებზე ნაკლები ამოცანა როდი გადაჭრა – კახა კაჭარავას გუნდმა უმაღლესში დასარჩენად მებრძოლ სიონს გორულ თრილერში მინიმალურად სძლია და მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა. ტურის ფეხბურთელადაც ამ შეხვედრის გმირი ვცანით – გიორგი ივანიშვილმა ბოლნისელებს ერთხელ გაუტანა, რასაც მის მიერ შესრულებული ორი საგოლე გადაცემა უძღოდა.
ცხინვალელთა მეგოლეები ამ ბოლო დროს ძალიან ყოჩაღობენ და გუნდის პროგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც ეს გახლავთ – ბოლო ორი ტურია, ივანიშვილი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, მისმა თანაგუნდელმა ნიკა კაჭარავამ კი ბოლო ოთხ ტურში მეტოქეთა კარი ექვსჯერ დალაშქრა. 

ლევან ჯანეზაშვილი


შუქურა-მერანი 1:3
გურია-ზუგდიდი 5:0
სამტრედია-კოლხეთი 1:1
მეტალურგი-დილა 0:2
სიონი-ცხინვალი 3:4
დინამო თბ-ტორპედო 3:2
ჩიხურა-დინამო ბთ 0:1
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3 (ტექნიკური)

1. დილა      26 16 6 4 44-20 54
2. დინამო ბთ 26 16 3 7 34-22 51
3. დინამო თბ 26 15 5 6 44-26 50
4. ცხინვალი 26 14 3 9 36-34 45
5. სამტრედია 26 12 6 8 34-23 42
6. ჩიხურა 26 11 6 9 34-30 39
7. გურია      26 9 8 8 30-35 35
8. შუქურა 26 9 7 10 32-35 34
9. ტორპედო 26 8 10 8 34-30 34
10. კოლხეთი 26 8 9 9 27-28 33
11. მერანი 26 8 8 10 23-25 32
12. ზუგდიდი 26 7 8 11 19-34 29
13. ზესტაფონი 26 6 8 12 40-49 26
14. მეტალურგი 26 6 6 14 22-35 24
15. სიონი 26 6 5 15 25-42 23
16. ვიტჯორჯია26 6 4 16 26-36 22

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 13
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 9
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 7
შინდაგორიძე (სპარტაკი) 7

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 9
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 6
შალამბერიძე (გურია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 4
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 4
ქავთარაძე (დინამი ბთ) 4
კვეკვესკირი (დილა) 4

გოლი+პასი
მოდებაძე (დილა) 15 (13+2)
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 15 (11+4)
შალამბერიძე (გურია) 12 (7+5)
დ. სიჭინავა (სიონი) 12 (9+3)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
გეწაძე (სამტრედია) 11 (2+9)
კვეკვესკირი (დილა) 11 (7+4)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10 (8+2)
კაჭარავა (სპარტაკი) 10 (8+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 10 (6+4)
ჩელებაძე (შუქურა) 9 (6+3)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7 (1+6)
შონია (დინამი ბთ) 7 (5+2)
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 7 (4+3)
შინდაგორიძე (ცხინვალი) 7 (7+0)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1
ალავიძე (დინამო ბთ) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
უგულავა (სიონი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
მოდებაძე (დილა) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2
შინდაგორიძე (ცხინვალი) 2
ვ. კვარაცხელია (ტორპედო) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 27
0:0 24
2:1 21
0:1 21
2:0 19
2:2 13
1:1 13
1:2 10

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მამინაშვილი (დინამო ბთ) 237
მიგინეიშვილი (დილა) 123
კაკალაძე (შუქურა) 115
თებიძე (გურია) 108
ბათიაშვილი (სიონი) 90

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 25
დ. ხარიტონაშვილი 21
გ. ვადაჭკორია 21
გ. ყრუაშვილი 17
ა. ნონიკაშვილი 14
ჯ. ხორავა 14
ბ. ნინუა 13
გ. კიკაჩეიშვილი 12
ი. კვირიკაშვილი 12
ლ. კვარაცხელია 10
ა. ბასლეჰლო (სირია) 7
თ. გვანცელაძე 6
დ. სანოძე 6
ხ. გაგნიძე 6
გ. დოგრაშვილი 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი (მალტა) 1
მ. აპაპი (მალტა) 1
ა. აზოპარდი (მალტა) 1