სიახლეები

დუშან უჰრინი მინსკის დინამოდან გაუშვეს

გაუზიარე

ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი მინსკის დინამოდან გაუშვეს. ის 2014 წლის დეკემბერს დანიშნეს მინსკელთა თავკაცად და, ფაქტობრივად, ხუთი თვეც კი ვერ დაჰყო პოსტზე. როგორც იცით, უჰრინმა თბილისის დინამოში წელიწადნახევარი იმუშავა (2012 წლის ივნისიდან 2014 წლის დეკემბრამდე), გუნდი კი საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. მერე ჩეხურ პლზენში წავიდა, საიდანაც რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს.   

47 წლის უჰრინი მინსკიდან ცუდი შედეგების გამო გაუშვეს: ბელარუსის ჩემპიონატის სააწყის სამ ტურში გუნდმა ერთხელაც ვერ მოიგო, ასევე, თასზე ბატესთან გავარდა. 

ილია ნანობაშვილი