სიახლეები

ოქრიაშვილი გადამწყვეტში ითამაშებს

გაუზიარე

თვალის ინფექციის გამო, თორნიკე ოქრიაშვილი იძულებული გახდა, გენკის ვარჯიში ნაადრევად დაეტოვებინა. სავარაუდოდ, ოქრიაშვილი ორ დღეს დაისვენებს და 9 მაისს ვარეგემთან გადამწყვეტი შეხვედრისთვის მზად იქნება. 

შეგახსენებთ, გენკი ახლა ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის და შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდება ვარეგემთან სამი ქულის მოპოვება, ამასთან, იმის იმედზეცაა, რომ კონკურენტი მეხელენი ქულებს დაკარგავს.

"ვარეგემთან ურთულესი გასვლითი შეხვედრა გველის, რადგან ეს გუნდი შინ განსაკუთრებულად ძლიერად თამაშობს. ამიტომ, აუცილებელია, უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშოთ. იმედი მაქვს, კაპიტანი ბუფელი და ოქრიაშვილი დროულად და სრულად მომჯობინდებიან," - განაცხადა გუნდის შოტლანდიელმა თავკაცმა ალექს მაკლიშმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილის გარდა, გენკში კიდევ ერთი ქართველია, ლუკა ზარანდია, რომალსაც ბელგიის ჩემპიონატში ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

პაატა ძნელაძე