სიახლეები

ვიტ ჯორჯიამ საქმე გაირთულა

გაუზიარე

8 მაისი. მცხეთა. "მცხეთა პარკი" 150 მაყურებელი.

ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1

0:1 მეტრეველი (70)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, დანელია (ხვისტანი 78), დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე, დემეტრაშვილი (კურდღელაშვილი 60)

სათადარიგოები: ისერგიშვილი, დადიანი, მერაბიშვილი, ბუნტური, ლებანიძე

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

შუქურა: კაკალაძე, გურული, ხოჭოლავა, ჩალაძე, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ხუჭუა (ტაკიძე 84), ტუღუში (ჩაფიძე 64), მეტრეველი, კოპალიანი (ნუნიესი 46)

სათადარიგოები: სტურუა, მალანია, მჟავანაძე, ფელიპე

მწვრთნელი: გელა სანაია

გაფრთხილება: ხუჭუა (83), ნუნიესი (90), კაკალაძე (92)

მსაჯი: ლ. სილაგავა

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ როდესაც შუქურას არანაირი მოტივაცია არ გააჩნდა, მაგრამ ქობულეთელებმა სამართლიანი თამაშის წესები ბოლომდე დაიცვეს და საკუთარ აქტივს მორიგი სამი ქულა შეჰმატეს.
სანამ თამაშის მიმდინარეობაზე მოგითხრობთ, გეტყვით, რომ ორივე გუნდს გარკვეული საკადრო პრობლემები ქონდა. ვიტ ჯორჯიას ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, მარჯვენაფლანგელი ლუკა თათხაშვილი აკლდა, შუქურას კი დისკვალიფიცირებული გიორგი ჩელებაძე არ ჰყავდა. 
პირველი ტაიმის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობა ვიტ ჯორჯიასი იყო, მაგრამ საქმე სახიფათო მომენტებამდე იშვიათად მიდიოდა. გამოსარჩევია შუქურას საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა, რომელიც მაისურაძემ ჩააწოდა, მაგრამ ბურთს ვერავინ შესწვდა. ცოტა ხანში კვლავ მაისურაძემ ჩააოდა სახიფათოდ, მაგრამ რამდენიმეწამიანი არეულობის შემდეგ სტუმართა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.
მეორე ტაიმის დებიუტში კი მშვენიერი შანსი მიეცა ვიტ ჯორჯიას ფორვარდ ლობჯანიძეს, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა, რამდენიმე წუთში უკვე გახარიამ დაარტყა საჯარიომოს გარედან ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. 
შუქურამ კი თავისი პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქცია. ტვილდიანმა მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, ორ მეტოქეს გასცდა და მეტრეველი ხელსაყრელ სიტუაციაში დატოვა, ქობულეთელთა გამოცდილმა ფორვარდმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და გამარჯვების გოლი გაიტანა. 
დარჩენილმა დრომ მასპინძელთა სრული უპირატესობაში ჩაიარა. მშვენიერი შანსი ჰქონდა დავლაშელიძეს, მაგრამ მისი დარტყმული სტუმართა მეკარე, კაკალაძემ ცხრიანიდან გამოაძვრინა.
ამ წაგების შემდეგ ვიტ ჯორჯიას აქტივში კვლავინდებურად 22 ქულაა და გუნდი ბოლო ადგილზე, მაგრამ დარჩენილ სამ ტურში გადარჩენის შანსი ნამდვილად ექნება. მომდევნო შეხვედრაში თენგიზ კობიაშვილის გუნდი უშუალო კონკურენტ რუსთავის მეტალურგს ესტუმრება. შუქურამ კი უკვე 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს.

პაატა ძნელაძე