სიახლეები

ანანიძის ხუთი წუთი

გაუზიარე

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, მოსკოვის სპარტაკი გროზნოს ტერეკთან სტუმრად 2:4 დამარცხდა. სპარტაკის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე კი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. 

მატჩის შემდეგ სპარტაკის შვეიცარიელმა თავკაცმა მურატ იაკინმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ ათამაშა მეტხანს ანანიძე, ასე უპასუხა: "სიმართლე გითხრათ, თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჯანო უფრო ადრე შემეყვანა, მაგრამ მოედანზე საკმაოდ ხისტი თამაში მიდიოდა, მას კი ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ამიტომ მოვერიდე თამაშში მის ადრე ჩართვას".

ამ წაგების შემდეგ სპარტაკის აქტივში კვლავინდებურად 43 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. იმის გათვალისწინებით, რომ ანანიძე და მისი თანაგუნდელები ევროზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სამი ტურიღაა დარჩენილი, დიდია იმის შანსი, რომ სპარტაკი ევროსაგზურის გარეშე დარჩეს.

პაატა ძნელაძე