სიახლეები

გია გეგუჩაძე: დინამო? მე არავინ შემხმიანებია

გაუზიარე

გავრცელდა ხმები, რომ თბილისის დინამოს მეპატრონე რომან ფიფიას გუნდის მწვრთნელად გია გეგუჩაძის მიყვანა სურს. როგორც იცით, გეგუჩაძეს ზესტაფონიდან წამოსვლის შემდეგ არსად უმუშავია, თუმცა მას ხშირად ვხედავთ სტადიონზე, ესწრება თამაშებს და როგორც თავად გვითხრა, ახალ-ახალ საფეხბურთო ლიტერატურას ეცნობა.  

რაც შეეხება დინამოსგან ინტერესს: 

“მე არავინ შემხმიანებია და არ ვიცი, რატომ ვრცელდება ხმები”. 

გეგუჩაძემ გვითხრა, რომ ჯერჯერობით რეალური შემოთავაზება არ აქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში რა მოხდება, ჯერ არ იცის: 

“იმედია, ზაფხულში იქნება წინადადებები. ჯერ სეზონიც არ დასრულებულა და ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე არაფერია”. 

შეგახსენებთ, გია გეგუჩაძე დინამოში ჯერ კიდევ იოჰან ბოსკამპის თავკაცობისას მუშაობდა: კერძოდ, ჰოლანდიელის თანაშემწედ. მოგვიანებით, დინამოს მთავარი მწვრთნელიც გახდა და 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა გუნდი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საკლუბო მიღწევაა. 

მას შემდეგ, არაერთხელ ყოფილა საუბარი დინამოში გეგუჩაძის შესაძლო მისვლაზე, მაგრამ ბოლოს სხვა მწვრთნელს იწვევდნენ. 

ილია ნანობაშვილი