სიახლეები

ქობულეთმა დილა ტიტულს მიაახლოვა

გაუზიარე

XXVII ტურის სიმბოლური ნაკრები

---------------------------------მოდებაძე (4)------------დ. ციცხვაია (2)-------------------------
-----------------------------------(დილა)--------------------(მერანი)-----------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერისთავი (3)---------------კოშკაძე (3)----------ბაბუნაშვილი (3)------კირკიტაძე (4)
(დილა)-------------------------(გურია)----------------(ტორპედო)-----------------(ტორპედო)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეგრელიშვილი (2)----------რიგვავა------------ჩიკვაიძე (4)----------------ტვილდიანი
(ზუგდიდი)---------------------(ზუგდიდი)----------(ჩიხურა)------------------------(შუქურა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------თებიძე (2)-------------------------------------------------
----------------------------------------------------(გურია)---------------------------------------------------

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტურის მიმოხილვა

ნათელი იყო, რომ ქობულეთური მატჩი გორის დილას ორიდან ერთ-ერთ მდევარს ჩამოაცილებდა, იდეალურ შემთხვევაში კი შიდაქართლელები ორივე დინამოს კიდევ უფრო დიდი სხვაობით გაუსწრებდნენ. დილამ საკუთარი მატჩი მოიგო, `ჩელე არენაზე~ კი გორელთათვის იდეალური შედეგი, ფრე დაფიქსირდა და შედეგად, დილა ბათუმელებს უკვე ხუთი, თბილისელებს კი ექვსი ქულით უსწრებს. ჩემპიონატის ფინიშამდე სამიოდე ტურით ადრე ეს უაღრესად სერიოზული უპირატესობაა, რომლის განიავებაც უკვე ძნელი წარმოსადგენია.
სამწუხაროდ, ქობულეთში სანახაობა არ შედგა. უმაყურებლო სტადიონზე დაძაბული ბრძოლა კი გაჩაღდა, მაგრამ ორივე გუნდის თამაშში ბევრი იყო ტექნიკური წუნი, რაც ნაწილობრივ, შეგვიძლია, მატჩის ძალიან მაღალ ფასსა და ფეხბურთელთა გადაჭარბებულ ნერვიულობას მივაწეროთ.
ფრე წარმატება არც მასპინძლებისთვისაა და არც სტუმრებისთვის, მაგრამ თუ შაბათს ვინმემ რამე დაკარგა, უპირველესად, დინამო თბილისმა – თუკი უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღზევებული ბათუმელებისთვის მეორე ადგილიც ისტორიული წარმატება იქნება, დედაქალაქელთათვის ჩემპიონობის დაკარგვა, ფაქტობრივად, კატასტროფული შედეგია. დინამო თბილისმა უმაღლესი ლიგის პირველი წრე კი მოიგო, მაგრამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შედეგებმა საშემოდგომო ეტაპის მიწურულს საგანგაშო ელფერი მიიღო, რასაც არასტაბილურად ჩატარებული მეორე წრე და უკვე თითქმის დათმობილი ტიტული მოჰყვა.
საუკეთესო სამეულის დარჩენილი მატჩების კალენდარს რომ გადავხედოთ, კახა გოგიჩაიშვილის გუნდს არც აქ აქვს საქმე სახარბიელოდ – თბილისელები ზუგდიდს მასპინძლობენ, რასაც ლანჩხუთში მძიმე გასვლა და საჩხერის ჩიხურასთან საშინაო მატჩი მოჰყვება. 
დილას ყველაზე რთული დაპირისპირება ხვალ ელის სამტრედიაში, თუმცა იქ ხელიც რომ მოეცაროს, ოქროს მედლების ბედი მისსავე ხელში დარჩება – ამის შემდეგ უჩა სოსიაშვილის გუნდი მარტვილში მერანს ესტუმრება, ბოლოს კი აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს.
ყველაზე იოლი კალენდარი კი ბათუმელებს დარჩათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბალაძე-ჭეიშვილ-ხომერიკის მიერ გაწვრთნილ გუნდს ვერცხლის მედლების მოპოვების ჩინებული შანსი აქვს და არც საჩემპიონო იმედები გადაუწურავს – ხვალ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ სიონს ესტუმრება, მერე ზესტაფონთან უბრძოლველად ჩაიწერს სამ ქულას, ბოლო ტურში კი თანარეგიონელ შუქურას დაუპირისპირდება და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ იქაც მოიგებს.
რაც შეეხება გასული ტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს:
- დილამ ირაკლი მოდებაძის გოლით გაიმარჯვა. გორელთა ცენტრფორვარდმა ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტიცა და სავარაუდოდ, საუკეთესო სნაიპერის წოდებას აღარავის დაუთმობს;
- წააგო სამივე აუტსაიდერმა. სასიამოვნოა, რომ მათმა მეტოქეებმა სამართლიანი თამაშის წესები ბოლომდე დაიცვეს და ქულებზე დაგეშილი აუტსაიდერები ხელცარიელები დატოვეს;
- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საბოლოოდ დაადგინა, რომ ზესტაფონი მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტალურგს, სიონს და ვიტ ჯორჯიას შორის პირდაპირი წესით მხოლოდ ერთი დაქვეითდება, ერთი კი პლეი ოფში ითამაშებს;
- ცხინვალს მეოთხე ადგილს ვეღარავინ შეეცილება. თასის ფინალში კახა კაჭარავამ და მისმა ფეხბურთელებმა დინამო თბილისს უნდა უქომაგონ. თუ დინამო მოიგებს, ევროპის ლიგაზე ცხინვალი გავა, სამტრედიის გამარჯვების შემთხვევაში კი ევროასპარეზს იმერული კლუბი დააგემოვნებს, თუმცა ცხინვალს ჯერ მესამე ადგილზე გასვლის შანსიც არ დაუკარგავს...

ტურის ფეხბურთელი
გიორგი ერისთავი (დილა)
რაკი დინამოურმა დერბიმ მოლოდინი ვერ გაამართლა, ტურის ფეხბურთელი იმ მატჩიდან შევარჩიეთ, რომელმაც დილას ჩემპიონობა კიდევ უფრო რეალური გახადა. გიორგი ერისთავმა 83 წუთის განმავლობაში (სანამ შეცვლიდნენ) ვერცხლისწყალივით იმოძრავა და ფოთელთა დაცვას უამრავი თავსატეხი შეუქმნა. გამარჯვების გოლიც მისი გადაცემით გავიდა.

ლევან ჯანეზაშვილი


ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1
მერანი-მეტალურგი 3:0
გურია-სამტრედია 3:1
ზუგდიდი-ჩიხურა 1:1
დინამო ბთ-დინამო თბ 0:0
ტორპედო-სიონი 1:0
დილა-კოლხეთი 1:0
ცხინვალი-ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური შედეგი)

1. დილა 27 17 6 4 45-20 57
2. დინამო ბთ 27 16 4 7 34-22 52
3. დინამო თბ 27 15 6 6 44-26 51
4. ცხინვალი 27 15 3 9 39-34 48
5. სამტრედია 27 12 6 9 35-26 42
6. ჩიხურა 27 11 7 9 35-31 40
7. გურია 27 10 8 9 33-36 38
8. ტორპედო 27 9 10 8 35-30 37
9. შუქურა 27 10 7 10 33-35 37
10. მერანი 27 9 8 10 26-25 35
11. კოლხეთი 27 8 9 10 27-29 33
12. ზუგდიდი 27 7 9 11 20-35 30
13. ზესტაფონი 27 6 8 13 40-52 26
14. მეტალურგი 27 6 6 15 22-38 24
15. სიონი 27 6 5 16 25-43 23
16. ვიტ ჯორჯია 27 6 4 17 26-37 22


ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 14
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 9
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 7
შინდაგორიძე (ცხინვალი) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
ქავთარაძე (დინამო ბთ) 6
ჩელებაძე (შუქურა) 6

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 9
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7
შალამბერიძე (გურია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 4
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 4
ქავთარაძე (დინამი ბთ) 4
კვეკვესკირი (დილა) 4

გოლი+პასი
მოდებაძე (დილა) 16 (14+2)
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 15 (11+4)
შალამბერიძე (გურია) 12 (7+5)
დ. სიჭინავა (სიონი) 12 (9+3)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
გეწაძე (სამტრედია) 11 (2+9)
კვეკვესკირი (დილა) 11 (7+4)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10 (8+2)
კაჭარავა (ცხინვალი) 10 (8+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 10 (6+4)
ჩელებაძე (შუქურა) 9 (6+3)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 8 (1+7)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
შონია (დინამი ბთ) 7 (5+2)
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 7 (4+3)
შინდაგორიძე (ცხინვალი) 7 (7+0)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4
ჩიკვაიძე (ჩიხურა) 4
კირკიტაძე (ტორპედო) 4
მოდებაძე (დილა) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
უგულავა (სიონი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფონი) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია) 1
ზივზივაძე (ტორპედო) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
გახარია (ვიტ ჯორჯია)            1
ვ. კილასონია (ცხინვალი) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1
მერლანი (სიონი) 1
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 1

ავტოგოლები
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
კ. ხიზანეიშვილი (მეტალურგი)            1
ცნობილაძე (სიონი) 1
ადამაძე (ტორპედო) 1
ბონდარენკო (ტორპედო) 1
ხიდეშელი (დილა) 1
ჩიკვილაძე (ტორპედო) 1
ჩადუნელი (კოლხეთი) 1
ქიმაძე (ტორპედო) 1
გველესიანი (დინამო თბ) 1
კაკუბავა (სამტრედია) 1
ზოზულია (გურია) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
მოდებაძე (დილა) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ვ. კვარაცხელია (ტორპედო) 3
ლექვთაძე (ცხინვალი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2
შინდაგორიძე (ცხინვალი) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 29
0:0 25
0:1 22
2:1 21
2:0 19
1:1 14
2:2 13
1:2 10
3:1 10
3:0 10

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მამინაშვილი (დინამო ბთ) 327
მიგინეიშვილი (დილა) 213
კაკალაძე (შუქურა) 205
მამალაძე (მერანი) 120
დაუშვილი (დინამო თბ) 104

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 26
დ. ხარიტონაშვილი 22
გ. ვადაჭკორია 21
გ. ყრუაშვილი 17
ჯ. ხორავა 15
ა. ნონიკაშვილი 14
ბ. ნინუა 13
გ. კიკაჩეიშვილი 12
ი. კვირიკაშვილი 12
ლ. კვარაცხელია 10
ა. ბასლეჰლო 8
დ. სანოძე 7
ხ. გაგნიძე 7
თ. გვანცელაძე 6
გ. დოგრაშვილი 5
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1