სიახლეები

რომან ჭანტურიამ ემპოლის ახალგაზრდულში ისევ გაიტანა

გაუზიარე

რომან ჭანტურიამ მორიგო გოლი გაიტანა ემპოლის ახალგაზრდული გუნდის (პრიმავერა) შემადგენლობაში. 1996 წელს დაბადებულმა ქართველმა ფორვარდმა ლაციოს ახალგაზრდულთან 88-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2. ჭანტურია სულ 15 წუთის შესული იყო მინდორზე. 

რომანს ემპოლის პრიმავერაში 10 გოლი დაუგროვდა და გუნდის საუკეთესო მეგოლეა. ეს ფეხბურთელი უკვე ხუთი წელია იტალიაშია და კარგა ხანს თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან არაევროკავშირელი ქვეყნიდან გახლდათ. 18 წლის რაც გახდა, უკვე რეგულარულად ათამაშებენ. 

ჭანტურია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. 

ილია ნანობაშვილი