სიახლეები

ბოჟოვიჩმა, ანანიძე არავის არაფერს უთმობსო

გაუზიარე

მოსკოვის ლოკომოტივის უკვე ყოფილმა თავკაცმა, მიოდრაგ ბოჟოვიჩმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა მოსკოვის სპარტაკის ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძეს მისამართით. შეგახსენებთ ბოჟოვიჩი, როსტოვში, ერთი წლის განმავლობაში იყო ანანიძეს მთავარი მწვრთნელი და მას ყოველთვის ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებდა.

ლოკომოტივში დანიშვნის შემდეგ კი ჩერნოგორიელი სპეციალისტი ბევრს ეცადა ანანიძის გადაბირებას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვუდა. "ჯანო მოედანს ბრწყინვალედ ხედავს და წამის მეასედში შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ათლეტური არ არის, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეებს არაფერს უთმობს. გარდა ამისა, ის ძალიან დადებითი პიროვნებაა და მასთან მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის კომფორტულია."

პაატა ძნელაძე