სიახლეები

საფეხბურთო გაკვეთილი პორტუგალიისგან

გაუზიარე

29 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 800 მაყურებელი.

პორტუგალია-თურქეთი 6:1

1:0 პედრო (11 პენ.),  2:0 პაულუ ენრიკე (23), 3:0 ალეხანდრო სილვა (33), 3:1 ჩაღლაენი (36), 4:1 პედრო (55 პენ.), 5:1 დიეგო ჟოტა (61), 6:1 ფლავიო სილვა (82).

პორტუგალია: ფერეირა, ჟორჟე სილვა, სოუზა, პედრო როდრიგესი, რუბენ დიასი, კოშტა (ჰორტა 60), ალეხანდრო სილვა, გომესი, დიასი, პაოლო ენრიკე, დიეგო ჟოტა

სათადარიგოები: ჟოაო კოშტა, სერანო, სანჩესი, ლიმა

მწვრთნელი: ედგარ ბორჟეში    

თურქეთი: საკირი, ისკი, სიუნჩუ, სელიკი (პოლატი 71), ოკუტანი, ერდოღანი, ტაში (უნდერი 46), ჩამოღლუ, ჩაღლაინი, კოსე, აითემური

სათადარიგოები: საპანი, ბექაროღლუ, ილდირიმი, ჩიველეკი

მწვრთნელი: ვედათ ინკეეფი

გაფრთხილება: ერდოღანი (10), ისკი (26), სოუზა (28), დიასი (31), სიუნჩუ (45)

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში პორტუგალიელებმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს თურქებს და ხმამაღალი განცხადება გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად.

თამაში თავიდანვე პორტგალიელთა კარნახით დაიწყო და მალევე ანგარიშიც გაიხსნა. თურქეთის ნაკრების კაპიტანმა ერდოღანმა საჯარიმოში დიეგო ჟოტა წააქცია. პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პედრომ. მეორე გოლი კი პაულუ ენრიკეს ანგარიშზეა, რომელმაც ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. პირინეელთაგან მესამე გოლი ალეხანდრო სილვას ანგარიშზეა. ამ მომენტში აღსანიშნავია თურქების მეკარის შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა. თურქებისაგან პრესტიჟის გოლი ჩაღლაენის აქტივშია, რომელიც თავის გუნდის შემადგენლობაში აშკარად გამორჩეული იყო. მან ორ მეტოქეს და მეკარეს აუარა გვერდი და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა.

შესვენების შემდეგ მატჩი ანალოგიური სცენარით განვითარდა. პორტუგალიელები სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას და გასარკვევი მხოლოდ საბოლოო ანგარიში იყო. მეოთხე გოლი პედრომ პენალტით გაიტანა და დუბლი შეასრულა. ბოლო ორი გოლი კი პირინეელებმა უკვე თავით გაიტანეს. ჯერ ჟორჟე სილვას ჩაწოდებულზე ყველას დიეგი ჟოტამ დაასწრო, შემდეგ კი ალეხანდრო სილვას იდეალური პასის შემდეგ საბოლოო ანგარიში შეცვალზე შესულმა ფლავიო სილვამ დააფიქსირა.

ამ მოგების შემდეგ აშკარა გახდა, რომ პორტუგალია პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ერთერთი მთავარი ფავორიტია, თურქეთმა კი ძალიან უსუსური შთაბეჭდილება დატოვა.

პაატა ძნელაძე