სიახლეები

თურქეთი არც ესპანეთმა დაინდო

გაუზიარე

31 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 600 მაყურებელი.

ესპანეთი_თურქეთი 5:0

1:0 პედრასა (7), 2:0 ლაზარო (40), 3:0 მოია (55), 4:0 ვილემსენი (74), 5:0 მოია (80).

ესპანეთი: სალვა, კარისოლი, სასონი (გუიე, 75), პერესი, ფერნანდესი (კარასკო 69), ვილემსენი, მოია, დიასი, კასკანტე, პედრასა (სალასი 58), ლაზარო

სათადარიგოები: სიმონი, მოლინა, მარინი, სუარესი

მწვრთნელი: ლუის დე ლა Fუენტე

თურქეთი: საპანი, ნიჰატი, სიუნჩუ (ილდირიმი 46), ბექაროღლუ, ჩაღლაიანი, ოკუტანი, ბურაქი, სავასი, აითემირი (მეთე 62), ჩიველეკი (ჰუსეინი 82), უნდერი

სათადარიგოები: საკირი, ისმაილი, დენიზი

მწვრთნელი: ვედათ ინკეეფი

გაფრთხილება: სავასი (27), ნიჰატი (77), ბექარორლუ (90)

მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)

საქართველოსთან რთული გამარჯვების შემდეგ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ ძირითადი შემადგენლობის არაერთ ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება და თურქების წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. თურქეთის ნაკრების მთავარი დანაკლისი კი კაპიტან ერდოღანის არყოფნა იყო, რომელიც ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. პორტუგალიასთან არადამაჯერებელი თამაშის გამო თადარიგში დარჩა მეკარე საკირი და კარში მის მაგივრად საპანი იდგა, თუმცა არც მას დაუტოვებია გადასარავე შთაბეჭდილება.

წინა შეხვედრის მსგავსად აქაც მალევე გახდა ნათელი, რომ თამაში ესპანელთა კარნახით წარიმართებოდა. პირველი გოლი პედრასა ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დაარტყა, თითქოს თურქთა კიპერი ბურთს უპრობლემოდ უნდა დაუფლებოდა, მაგრამ აშკარა შეცდომა მაუშვა და 1:0.

ერთ ეპიზოდში თურქები პენალტს ითხოვდნენ, როდესაც ჩაღლაიანი მცველებთან ბრძოლაში საჯარიმოს შიგნით წაიქცა, თუმცა შეხვედრის პოლონელმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ესპანელთა მეორე გოლი კი სტანდარტულს მოჰყვა. ჯარიმა ვილემსენმა შეასრულა, საპანმა ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ლაზარომ დაასწრო და 2:0. 

შესვენების შემდეგაც ესპანელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ერთ შეტევაში კი თურქები მოიას და პედრასას დარტყმების შემდეგ ჯერ ძელმა მერე კი ხარიხამ იხსნა. ცოტა ხანში ესპანელებმა მაინც გაიტანეს ფერნანდესის პასის შემდეგ თავი მოიამ გამოიჩინა, რომელიც გუშინ ძალიან ბევრს აქტიურობდა და აშკარად ერთერთი საუკეთესი იყო მოედანზე. მეოთხე გოლი ვილემსენმა ჩაიწერა აქტივში, რომელმაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა. საბოლოო წერტილი კი მოიამ დასვა, რომელმაც მეკარესთან ერთიერთზე დარჩენა მშვენივრად გამოიყენა.

ამ მოგების შემდეგ ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და საკმაოდ ძლიერ, მეზობელ პორტუგალიელებთან ფრეც ყოფნის იმისათვის, რომ საბერძნეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. თურქები კი ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრებთან გამართავს და იმედს დავიტოვებთ, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

პაატა ძნელაძე