სიახლეები

კობახიძეს უნდა, მარკევიჩმა არ იცის

გაუზიარე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის ნათქვამი გაგაცანით, სადაც ის დნიპროში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა და ისიც განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მის სურვილზე არ იყო დამოკიდებული და მთავარი დნიპროს თავკაცის, მირონ მარკევიჩის გადაწყვეტილება იქნებოდა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა მარკევიჩს ჰკითხეს კიდეც, აპირებდა თუ არა გუნდში კობახიძის დაბრუნებას, რომელმაც ეს სეზონი იჯარის წესით ვოლინში გაატარა. მირონ მარკევიჩმა შემდეგი განაცხადა: 

"ძალიან კარგია, კობახიძეს დნიპროში დაბრუნება რომ სურს, მაგრამ ახლა კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. პირველ რიგში, გასარკვევია, რჩებიან თუ არა გუნდში კონოპლიანკა, როტანი და შახოვი, სწორედ ამის შემდეგ მეცოდინება, გვჭირდება თუ არა ახალი ფეხბურთელები. ნებისმიერ შემთხვევაში ნახევარდაცვის ხაზში, ალბათ, მაინც დავიმატებთ ორ მოთამაშეს, მაგრამ მათ შორის იქნება თუ არა კობახიძე, ჯერ ვერ გეტყვით."

პაატა ძნელაძე