სიახლეები

გორში ტრანსფერები თან იციან, თან _ არა

გაუზიარე

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე გორის დილას რომელი ფეხბურთელები დატოვებენ, ეს ჯერ უცნობია, თუმცა ქართულ საფეხბურთო სამყაროში უკვე აქტიურად საუბრობენ და გადაწყვეტილად თვლიან იმ ამბავს, რომლიც, დიდი ალბათობით, დღე-დღეზე დადასტურდება. კერძოდ: რუსეთიდან წამოსული საქართველოს ნაკრების კანდიდატები, მეკარე ნუკრი რევიშვილი, ფლანგელი მცველი გიორგი ნავალოვსკი, ბაქოს ინტერთან კონტრაქტდამთავრებული ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ასევე ყოფილი ზესტაფონელი გიორგი ილურიძე და ყოფილი ტოსნოელი ოთარ მარცვალაძე მალე, ალბათ, სწორედ გორის დილას მაისურას მოირგებენ. 

ისე, უკვე დილაშიც დაადასტურეს, რევიშვილი, ილურიძე, ნავალოვსკი და მარცვალაძე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დილაში ითამაშებენო. ალეკო ამისულაშვილისა და ლაშა სალუქვაძის გორში წასვლის ამბავი კი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა და ფეხბურთელთა აგენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებილი. გორის დილას სატრანსფერო ამბები უფრო ზუსტად კვირის ბოლოს გახდება ცნობილი...

ლუკა თალაკვაძე