სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 ფეხბურთელის შემადგენლობით უკვე ავსტრიაშია

გაუზიარე

ქვეყნის პირველი გუნდი ავსტრიის ერთერთი ცნობილი კურორტის დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმრი "დილიში" 11 ივნისის ჩათვლით იცხოვრებს. საწვრთნელ პროცესს გუნდი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკმაოდ კომფორტულ მოედანზე გადის. კახა ცხადაძის გუნდმა  ავსტრიაში ჩასვლიდან რამდენიმე საათში პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ლაშა დვალი კი ნაკრებს უახლოეს საწვრთნელ პროცესში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის 4 ივნისიდან ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს. 9 ივნისს კი ლინცის სტადიონზე თბილისის დროით 22 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური