სიახლეები

ნაკრები ავსტრიაში შეიკრიბა

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 ფეხბურთელის შემადგენლობით უკვე ავსტრიაშია, სადაც ჩვენი გუნდი პოლონეთის ნაკრებთან ევროშესარჩევი მატჩისთვის ემზადება. გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ლაშა დვალი კი ნაკრებს შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეურთდებიან.

ქვეყნის პირველი გუნდი ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმრო "დილიში" 11 ივნისის ჩათვლით იცხოვრებს. 12-ში კი უკვე ვარშავაში გაემგზავრება.

საწვრთნელ პროცესს გუნდი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავსებით კომფორტულ მოედანზე გადის, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან სავარჯიშოდ გუნდს შორს გამგზვრება არ მოუწევს.

კახა ცხადაძის გუნდი  ავსტრიაში გუშინ ნაშუადღევს სტამბოლის გავლით ჩავიდა და დაბინავებისა და დასვენების შემდეგ,  მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა საქმიან და ხალისიან გარემოში ჩაიარა, რაც ლაშა კუპრაშვილის ფოტორეპორტაჟშიც აისახა.

საქართველოს ნაკრები ვარშავის მატჩის წინ საბოლოო რეპეტიციას უკრაინის ნაკრებთან ლინცში 9 ივნისს გამართავს.  დღეიდან, 4 ივნისიდან გუნდი უკვე ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს.