სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში უკვე 23 ფეხბურთელით ვარჯიშობს.

გაუზიარე

გუნდს 21 წლამდე ნაკრებიდან ლაშა დვალი "ქასიმფაშა" და გიორგი პაპუნაშვილი "დინამო თბილისი" დღეს შეურთდნენ. ავსტრიაში დღის მეორე ნახევარში ჩავიდა "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია,თუმცა ჰოლანდიური კლუბის წევრს დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. საღამოს ვარჯიში გამოტოვა ასევე ლევან მჭედლიძემ. მათე ვაწაძე კი ავსტრიაში სავარაუდოდ დანიის პირველ ლიგაში, 6 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ჩავა.

უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩებისთვის ემზადება გოგიტა გოგუა,რომელიც 2011 წლის მარტის შემდეგ ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ვარჯიშობს.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ოთხი წლის შემდეგ დავბრუნდი ნაკრებში. მადლობა კახა ცხადაძეს, რომ მომცა შესძლებლობა კვალვ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. ნაკრებში საკმაოდ კარგი მდგომარეობა,ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი უახლოესი ორი მატჩისთვის კარგად მოემზადოს". ამბობს გოგიტა გოგუა.

კახა ცხადაძემ ავსტრიაში ჩასვლიდან მეორე დღეს გუნდი სრული დატვირთვით ორჯერ ავარჯიშა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თამაში დავალაგოთ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, არის მცირე პრობლემები და იმედია ეს ყველაფერი მომზადებაში ხელს არ შეგვიშლის, რადგან უახლოესი ორი მატჩისთვის სეზონის დასრულების შემდეგ სრულყოფილი სავარჯიშო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ავსტრიაში არაჩვეულებრივი პირობებია, მინდორი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და გუნდს ყველანაირი საშუალება აქვს,რომ შეხვედრებისთვის კარგად მოემზადოს. სრულყოფილი ტაქტიკური ვარჯიშებისთვის აუცილებელია,რომ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს და სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი წარიმართოს. უახლოეს მატჩებისთვის ვინც ყველაზე კარგ მდგომარეობაში იქნება ფუნქციონალურად მოედანზე სწორედ ის ითამაშებს". განაცხადა კახა ცხადაძემ,რომელიც საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ გუნდთან ერთად გასვლით შეკრებაზე პირველად იმყოფენბა.

სფფ-ის პრესსამსახური