სიახლეები

გოროზიამ ამჯერად თასზე მოიგო

გაუზიარე

მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა გიორგი გოროზიას სტაბეკმა. ნორვეგიის თასის 1/32 ფინალში სტაბეკი სენიას ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად და კარგად ითამაშა, ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ, ერთ ეპიზოდში მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

თასზე წარმატელ თამაშთან ერთად სტაბეკი ჩემპიონატშიც ლიდერთა შორისაა და 11 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ რუსენბორგს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ გოროზია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატიცაა, სან მარინოსთან მისი გამოძახება კი იმ მიზეზით არ მოხერხდა, რომ 3 ივნისი უეფას სანაკრებო მატჩების განრიგში არ წერია და სტაბეკი სათასო მატჩისთვის გიორგის ვერ შეელია.

პაატა ძნელაძეს