სიახლეები

მათე ვაწაძე ტრავმირებულია

გაუზიარე

მათე ვაწაძემ, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში და ლამაზი გატანილი გოლითაც გამოირჩა, გუშინწინდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და გუშინდელი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა. ამრიგად, მისი შაბათის მატჩში მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. საქართველოს ნაკრები ლინციდან ჩარტერული რეისით ვარშავაში დღეს დილით გაემგზავრება. საღამოს 17.30-ზე ,,ნაროდოვი” სტადიონზე კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დასრულებისთანავე გუნდი თამაშის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ხვალ თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლი გადასცემს.