სიახლეები

პორტუგალია თბილისში მეგობრობამ ჩამოიყვანა!

გაუზიარე

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფერნანდო გომეშის გუშინდელი ტელეინტერვიუდან ტელეკომპანია tvs-თან:

...პორტუგალიის ნაკრების თბილისში ჩამოსვლა ზვიად სიჭინავასთან და რევაზ არველაძესთან ჩემმა ახლო მეგობრობამ განაპირობა. სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ავირჩიეთ თბილისი სომხეთის ნაკრებთან მატჩისთვის მოსამზადებლად... ...ძალიან ვაფასებ ზვიად სიჭინავას ძალისხმევას, იგივე შემიძლია ვთქვა რევაზ არველაძეზეც. ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით... ძალიან კარგი პირობებია, როგორც სავარჯიშო, ისე დასასვენებელი. ძალიან სტუმართმოყვარე გარემოა, ყველა ცდილობს, შეგვიქმნას კომფორტული პირობები... 

...სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს, ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივანს რევაზ არველაძეს გულთბილი მასპინძლობისთვის... 

...ქართულ ფეხბურთის ისტორიაზე ბევრი მსმენია. თბილისის დინამო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო საბჭოთა კავშირში. ვიცნობ ძმებ არველაძეებსა და კალაძეს...

...თქვენი ფეხბურთის დონე თანდათან მატულობს, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. თქვენს ფედერაციაში ძალიან ბევრს მუშაობენ ფეხბურთის განვითარებაზე. სწორედ ამის შედეგია ის, რომ სუპერთასი-2015 თბილისში ტარდება! ვიცი, რომ ფედერაცია ახლა ბავშვთა აკადემიასაც აშენებს. თქვენმა 19-წლამდელებმა პორტუგალიელ თანატოლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მხოლოდ ბოლო წუთებში გაგვიმართლა და გავიმარჯვეთ. შრომა, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ეწევა, ქართული ფეხბურთის მომავალზე აისახება... ძალიან ვაფასებ იმ მეგობრობას, რაც თქვენი ფედერაციის ხელმძღვანელებთან მაკავშირებს...