სიახლეები

დათუნაიშვილი სამტრედიაში დარჩა

გაუზიარე

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სამტრედიაში სერიოზული ცვლილებები ხდება. გუნდში შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი. ცვლილებებია შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. ბოლო ინფორმაციით, სამტრედიაში დარჩა და კლუბთან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი გიორგი დათუნაიშვილმა. 30 წლის ნახევარმცველს თავის დროზე უთამაშია ვიტ ჯორჯიაში, ტორპედოში, ჩიხურაში და ყველგან ერთ-ერთი ლიდერი იყო. ვიტ ჯორჯიაში თამაშისას კი საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო და სუპერთასიც. სუპერთასი კიდევ ერთხელ უკვე ჩიხურას რიგებში მოიპოვა. 

წინა სეზონში დათუნაიშვილმა 25 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჩვენი ინფორმაციით, დათუნაიშვილს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ არჩევანი კვლავ სამტრედიაზე შეაჩერა. მისი სახით, იმერლებმა მართლაც კარგი, საიმედო ფეხბურთელი შეინარჩუნეს.

პაატა ძნელაძე